პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიება
2017 წლის 7 ივლისს 17 საათზე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირებას და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლებას რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.