ბენეფიციარებისთვის ბიზნეს გეგმის შემუშავების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
საშემოსავლო პროექტების ქვეგრანტის ფარგლებში, კონკურსში მონაწილე ბენეფიციარებისთვის, ბიზნეს გეგმის შემუშავების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს უძღვებოდა ეკონომიკის ექსპერტი, დავით არძენაძე.
ტრენინგის შემდგომ, ბენეფიციარებს მიეცათ გარკვეული ვადა, ბიზნეს გეგმის შესადგენად, რომელსაც სპეციალური კომისია შეაფასებს.
გამარჯვებული ბიზნეს გეგმები ბიუჯეტის (მითხოვნილი თანხის) შესაბამისად, 500-დან 4000 ლარამდე დაფინანსდება.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის – „სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მ.შ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია); საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა" – ფარგლებში.
„ინტელექტი“, პროგრამას ახორციელებს აჭარის ა/რ-სა და გურიის რეგიონში.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.