ზაზა პაპუნიძეს საშემოსავლო პროექტი დაუფინანსდა
სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ გამარჯვებულ კონკურსანტს - ზაზა პაპუნიძე, საშემოსავლო პროექტი - "სარემონტო მომსახურების სერვისი" - დაუფინანსდა.
"ინტელექტი", პროგრამას ახორციელებს აჭარის ა/რ-სა და გურიის რეგიონში.
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ მიგრანტებს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მინიმუმ ერთი წლით და სამშობლოში, მათი დაბრუნებიდან არ გასულა ერთი წელი.
დეტალური ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
ბათუმი, ფიროსმანის ქ. №18 შენობა A, ოფისი 16
599 016 054; 592 571 800
info@intellect.org.ge