ახალგაზრდებისთვის რეგიონული განვითარების საკითხზე ტრენინგი ჩატარდა
დღეს, "ინტელექტის" ტრენინგ-ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტისა“ და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „რეგიონული განვითარება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც გაეცვნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
რეგიონული განვითარების არსი და მნიშვნელობა, ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის საფუძვლები და მიდგომები;
საქართველოში რეგიონული პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები, ძირითადი სტრატეგიული და გეგმარებითი დოკუმენტების მოკლე შინაარსი, ასევე ის ძირითადი გამოწვევები რის დაძლევასაც ემასხურება რეგიონული პოლიტიკა;
ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ადგილობრივი ინსტიტუტის არსი, ადმინისტრაციული მოწყობა და კომპეტენციები. ადგილობრივ განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მექანიზმები.
ტრენინგს უძღვებოდა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ტრენერი - ლევან გობაძე.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).