ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა
დღეს, "ინტელექტის" ტრენინგ-ცენტრში, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტისა“ და კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ევროასოცირების შეთანხმების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულების პირობების გაცნობა და მასში გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და ტრეფიკინგის საკითხებზე, რომელზეც ისაუბრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) აჭარა-გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნანა პაპიაშვილმა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" თანამშრომლები, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ტრენერები - სოფო ნაკაშიძე და თეონა კაკაციძე.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).