სსო მენეჯმენტის სასწავლო კურსი დაიწყო
დაიწყო, სსო მენეჯმენტის სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, სამთვიან სასწავლო კურსს გაივლიან.
სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მართვის საფუძვლები; ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდები; ადვოკატირება/ლობირება; პროექტის დაგეგმვა; პროექტის ლოგიკური ჩარჩოს შედგენა; აქტივობების დაგეგმვა და გაწერა/განრიგის შემუშავება; პროექტის ბიუჯეტის შედგენა; პროექტის მართვა; პროექტის ბიუჯეტის მართვა; პროექტის პროგრამული ანგარიშის მომზადება; პროექტის ფინანსური ანგარიშის მომზადება; PR და საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
სასწავლო კურსი შეიქმნა აჭარის რეგიონული ჰაბის (ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი") მიერ, პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE) ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).