საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
დაიწყო, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც „ინტელექტი“ ახორციელებს პროექტს - „სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მ.შ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია); საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა“.
ხართ მიგრანტი, რომელიც მინიმუმ ერთი წლით, არალეგალურად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნებიდან არ გასულა ერთი წელი?
მაშინ, ეს პროექტი თქვენთვისაა!
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება;
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა;
შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება.
აჭარა-გურიის რეგიონში, პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“.
პროექტი ხორციელდება საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ბათუმი, ფიროსმანის ქ. № 18, შენობა A, ოფისი 16
(+995) 599 016 054
(+995) 592 571 800