"დროის ბანკის" პოპულარიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, „ინტელექტისა“ და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ერთობლივი ორგანიზებით, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროვაიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლები და TimeRepublik-ის მოხალისეები.
პროვაიდერი ორგანზაციების წარმომადგნელებმა ისაუბრეს მოხალისეობრივი რესურსის საჭიროებაზე თავიანთ ორგანიზაციებში, რის საფუძველზეც მოხდა მათი დარეგისტრირება ელ. პლატფორმაზე - www.timerepublik.com. აგრეთვე, განხორციელდა შეხვედრაზე მობილიზებული მოხალისეების გადანაწილება შესაბამის ორგანიზაციებში მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
გარდა ამისა, პროვაიდერ ორგანიზაციებს საჩუქრად გადაეცათ გარკვეული დროის ვაუჩერები, რომლის გამოყენების საშუალებაც მიეცემათ ერთი თვის განმავლობაში.
„დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ის მეშვეობით.
Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.
აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა „ინტელექტი“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ფარგლებში.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.