ახალგაზრდებისთვის არჩევნების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 17:00 საათზე, ბათუმში, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ (აჭარის რეგიონული ჰაბი) ტრენინგ-ცენტრში, ახალგაზრდებისათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არჩევნების თემაზე.
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ისაუბრენ არჩევნების პოლიტიკურ-სამართლებრივ დანიშნულებაზე და განმარტენ საარჩევნო პროცედურის საკითხები. ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით მოეწყო იმიტირებული არჩევნები.
შეხვედრა ტარდება პროექტის - ,,ევროპული არჩევანით - სამართლიანი არჩევნებისკენ“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.