ბათუმში ევროპის დღე გრანდიოზულად აღინიშნა
დღეს, ბათუმში, ევროპის დღე, გრანდიოზულად აღინიშნა.
ღონისძიების მიზანს, მოსახლეობისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, "ინტელექტი", წარმოდგენილი იყო, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი გრანტიორი ორგანიზაცია, რომელსაც აჭარის რეგიონში, არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც დამოუკიდებლად, ისე პარტნიორობით.
ღონისძიებაზე, "ინტელექტის" მიერ, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სადემონსტრაციო მასალა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ და მიმდინარე ("სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა" (CSSIGE), "საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა") პროექტებს ასახავდა.
ღონისძიებას, ევროკავშირის ახალი ელჩი, ბ-ნი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.
გარდა ამისა, ღონისძიება, დატვირთული იყო არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით.
ევროპის დღე, ნათია თოდუასა და ვაკის პარკის კონცერტით დასრულდა, სადაც ევროკავშირის ახალმა ელჩმა დრამზე დაუკრა.