რეგიონული სამუშაო შეხვედრა „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროექტის ფარგლებში
ამა წლის 28 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ (სსო აჭარის რეგიონული ჰაბი) ერთობლივი თანამშრომლობით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროექტის ფარგლებში, რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის, პოლიტიკური სუბიექტების, ბიზნეს-გაერთიანებების ადგილობრივი წარმომადგენლები, სტუდენტები, ახალგაზრდული ჯგუფები, ბლოგერები, ინტერნეტის ინფლუენსერები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
ღონისძიებას მოდერირებას უწევდნენ: თემურ ჯალიაშვილი, გიგა ხარებავა და საბა ჯაჯანიძე.
ზემოაღნიშნული პროექტი, ტენდერის შედეგად შერჩეული კომპანია „ელიოტ ვებერის“ მიერ, პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შექმნას გულისხმობს, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის გუნდთან და მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობით იქმნება. აღნიშნული დოკუმენტი, საფუძვლად დაედება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული სპეციფიკური სტერეოტიპების რღვევას და ევროინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში.
პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).