საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობა
2006 წლის 21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი", დემოკრატიის ინსტიტუტმა და თავისუფლების განვითარებისა და უფლებებისი დაცვის ასოციაციამ გამართეს პრესკონფერენცია თემაზე: "საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში". პრეს-კონფერენციაზე განხილული იქნა ხუთივე რაიონის გამგეობებსა და საკრებულოებში საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს არსებული დარღვევები და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება ინფორმაციის გაცემის საკითხისიადმი.
მიმოხილვა მოიცავდა პერიოდს 2006 წლის იანვრიდან - ოქტომბრამდე, ანუ თვითმმართველობის ახალი ორგანოების არჩევნებამდე. კოალიციის ხელმძღვანელების თქმით, საჯარო ინფორმაცის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემა ყველა რაიონში მეტ ნაკლებად არსებობს. მიზეზები კი, რომლის გამოც დროულად და სათანადო დონეზე არ ხდება ინფორმაციის გაცემა - განსხვავებულია.
ქობულეთის რაიონის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობას არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით ქობულეთის თვითმმართველ ორგანოებში საჯარო ინფორმაციის გაცემის კულტურა საერთოდ არ არსებობს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქობულეთის რაიონის თვითმმართველობა საჯარო ინფორმაციას დადგენილ ვადებში არასდროს იძლევა. ათობით მაგალითია იმისა, რომ ქობულეთის რაიონის საკრებულომ და გამგეობამ ვადების გადაცილებით მიაწოდა კოალიციის წევრ ორგანიზაციებს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ უხარისხო და ხშირად არსებითად განსხვავებული შინაარსის იყო, ვიდრე კოალიციის წევრები მოითხოვდნენ.
ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ, ერთ შემთხვევაში, გამოთხოვილი ინფორმაცია ორიგინალი დოკუმენტის სახითაც იქნა მიწოდებული, რაც კანოინმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევაა.
ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ, მეშვიდე თვეა შეტანილია სარჩელი გამგეობის და საკრებულოს წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით, მაგრამ ამ დრომდე არც პირველი სასამართლო პროცესი გამართულა და არც წერილობითი შეტყობინება მიუღიათ. სასამართლოს მიერ დარღვეულია კანონმდებლობის ყველა საპროცესო ნორმა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქობულეთის რაიონში საჯარო ინფორმაციის გაცემის კულტურის, არარსებობაზე და ამ საკითხებისადმი თანამდებობის პირების მხრიდან არაჯეროვან დამოკიდებულებაზე.
ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ, ერთ შემთხვევაში, გამოთხოვილი ინფორმაცია ორიგინალი დოკუმენტის სახითაც იქნა მიწოდებული, რაც კანოინმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევაა.
ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ, მეშვიდე თვეა შეტანილია სარჩელი გამგეობის და საკრებულოს წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით, მაგრამ ამ დრომდე არც პირველი სასამართლო პროცესი გამართულა და არც წერილობითი შეტყობინება მიუღიათ. სასამართლოს მიერ დარღვეულია კანონმდებლობის ყველა საპროცესო ნორმა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქობულეთის რაიონში საჯარო ინფორმაციის გაცემის კულტურის, არარსებობაზე და ამ საკითხებისადმი თანამდებობის პირების მხრიდან არაჯეროვან დამოკიდებულებაზე.
განსხვავებული მდგომარეობაა ხელვაჩაურის რაიონ ში. მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობას, სხვა რაიონებთან შედარებით, კოალიციის წევრები დადებითად აფასებენ. გარდა რამდენიმე შემთხვისა, როდესაც ინფორმაციის მიწოდება შეფერხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელიც მათ გამოითხოვეს გამგეობას არ გააჩნდა (წესით უნდა ჰქონოდა). სხვა დანარჩენ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და საკრებულო საჯარო ინფორმაციას აწვდიდა კანონით დადგენილ ვადებში.
ქედის რაიონის თვითმმართველობის ორგანოების პრობლემებს, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კოალიციის წევრები ორ ჯგუფად ყოფენ: პირველი - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა არაკომპეტენტურობა, რაც გამოიხატება საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით და არასრულად მიწოდებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაცია (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა) უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ ანუ მაქსიმალურად მცირე ვადებში, რაც სამწუხაროდ არ სრულდება. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც გამგეობა გასცემს არასრულ ინფორმაციას, რის გამოც კოალიციის წევრები იძულებულნი ხდებიან ხელახალი განცხადება ან დაზუსტების წერილი გაგზავნონ რაიონში. ყოველივე ამის შედეგად, ჯამში სასურველ ინფორმაციის მიღება ხდება დაგვიანებით.
მეორე, ქედის რაიონის გამგეობა და საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად ასახელებს ასლგადამღები მოწყობილობის უქონლობას. თუმცა, როგორც შემდგომ კოალიციის წევრებმა გაარკვიეს, ქედის რაიონის გამგეობას გააჩნია აღნიშნული მოწყობილობა, მაგრამ არ სურს ხარჯების გაწევა, რომელიც დაკავშირებულია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღებასთან. საქართველოს კანონი "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" კი ადგენს, რომ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი ორგანოს მიერ ასლის გადაღებისთვის. აქედან გამომდინარე, ქედის რაიონის გამგეობა და საკრებულო არ უნდა ერიდებოდეს აღნიშნულ ხარჯებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციის წარმომადგენლებმა ქედაში საკუთარი ასლგადამღები მოწყობილობა აიტანეს, რომლითაც მხოლოდ კონტრაქტები და ხარჯთაღრიცხვების ასლების გადაღება მოახერხეს. (კოალიციის წევრების განცხადებით, დამატებით გამოთხოვილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულ ებები, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა მიღება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ის ადამიანები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სათანადო დოკუმენტები, არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილებზე).
შუახევის რაიონის საკრებულოში და გამგეობაში კი საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობას, წინა პერიოდთან შედარებით, კოალიციის წევრები დამაკმაყოფილებლად აფასებენ. მართალია საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ხდება დაუყონებლივ, მაგრამ სხვა რაიონების თვითმმართველობის ორგანოებთან შედარებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ცდილობს გასცეს ინფორმაცია უმოკლეს ვადებში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გამგეობის საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. შუახევის რაიონის საკრებულოში და გამგეობაში კი საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობას, წინა პერიოდთან შედარებით, კოალიციის წევრები დამაკმაყოფილებლად აფასებენ. მართალია საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ხდება დაუყონებლივ, მაგრამ სხვა რაიონების თვითმმართველობის ორგანოებთან შედარებით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ცდილობს გასცეს ინფორმაცია უმოკლეს ვადებში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გამგეობის საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კოალიციის წევრებმა ხულოს რაიონში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობას უარყოფითად შეაფასეს. მათი განცხადებით, რაიონის გამგეობის და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდება ვადების არსებითი დარღვევით, რომლის მიზეზია ადგილობრივი ორგანოების საჯარო მოხელეთა არაკომპეტენტურობა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად გამგეობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობას ასახელებს.
გამგეობის აპარატის არაეფექტიანად მუშაობაზე ქვემოთ მოყვანილი ფაქტი კიდევ ერთხელ და ნათლად მიუთითებს: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" მიერ ხულოს რაიონის გამგეობაში 2006 წლის 21 სექტემბერს გაგზავნილ იქნა წერილი (№119), რომლითაც გამოთხოვილი იქნა საჯარო ინფორმაცია 2006 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტული ღონისძიებების შესრულების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები). აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამგეობას ინფორმაცია არ გაუცია, რის მიზეზადაც ხულოს რაიონის საჯარო მოხელეებმა არჩევნების ჩატარება და დროის უქონლობა დაასახელეს. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ განაცხადა, რომ "გამგეობაში პირობა მოგვცეს, მომდევნო ათდღიან ვადაში აუცილებლად მოგვწერდნენ პასუხს, და ინფორმაციასაც მოგვაწვდიდნენ, მაგრამ ორგანიზაციში პასუხი დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც არ მიგვიღია".
P. S. ხულოს რაიონის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე დაგვპირდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ პრობლემების მოგვარებას და ვადების მკაცრ დაცვას. მაგრამ რამდენად მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა მომავალი გვიჩვენებს. დაველოდოთ. . .
P. S. ხულოს რაიონის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე დაგვპირდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ პრობლემების მოგვარებას და ვადების მკაცრ დაცვას. მაგრამ რამდენად მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა მომავალი გვიჩვენებს. დაველოდოთ. . .