შუახევის მუნიციპალიტეტის 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს დღის წესრიგში დადგება საკითხი ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება ახალი გამგებლის მიერ. იმედი გვაქვს ახალი ბიუჯეტის პროექტი არ იქნება შემუშავებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. იმისათვის, რომ გამგეობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი ეფუძნებოდეს ეფექტური დაგეგმვის პრინციპებს, ხოლო საკრებულოს შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით იყოს უფრო კვალიფიციური, უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებასთან არსებული პრობლემების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტის საგადასახადო პოტენციალის შეფასება და საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ბიუჯეტი ასევე უნდა ეფუძნებოდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას და უნდა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შუახევის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 94,7 პროცენტით, ანუ დაგეგმილი იყო 2 097 800 ლარი და შესრულდა 1 987 072 ლარით. რაიონის ბიუჯეტის ყველაზე დიდი წვლილი მოდის საშემოსავლო გადასახადზე, რომელიც 95,2 პროცენტით შესრულდა, ანუ ბიუჯეტიში 10 772 ლარით ნაკლები შემოვიდა. საშემოსავლო გადასახადისაგან განსხვავებით მოგების გადასახადი 197,3 პროცენტით შესრულდა - დაგეგმილი 8 200 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 16 181 ლარი შემოვიდა. ასეთივე სიტუაცია გვაქვს ქონების გადასახადის შესრულებასთან, რომელიც 198,7 პროცენტით შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილი 6 600 ლარის ნაცვლად 13 115 ლარი შემოვიდა.
არასაგადასახადო შემოსავლები საგადასახადო შემოსავლების მსგავსად ნაწილობრივ შესრულდა: ნაცვლად დაგეგმილი 29 000 ლარისა ბიუჯეტში შემოვიდა 24 880 ლარი ანუ 85,8 პროცენტი. შემოსავალი მოსაკრებლებიდან შესრულდა 67,5 პროცენტით. არ იყო დაგეგმილი შემოსავლები სახელმწიფო ქონების იჯარიდან, მომსახურების გაწევიდან და სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლებიდან, რომლებიდანაც ბიუჯეტში შემოვიდა შესაბამისად 4 535, 205 და 555 ლარი.
შუახევის რაიონის ბიუჯეტში ჩარიცხული ტრანსფერის ოდენობა შეადგენს 1 628 625 ლარს, რაც წარმოადგენს დაგეგმილი 1 726 625 ლარის 94,3 პროცენტს. ბიუჯეტით ტრანსფერი განსაზღვრულია 1 783 700 ლარის ოდენობით, ანუ ავტონომიური რესპუბლიკიდან ნოემბერ-დეკემბრისათვის უნდა გადმოირიცხოს 57 075 ლარი.
შუახევის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული 2006 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა შესრულდა 87,8 პროცენტით. რაიონის საკრებულომ და სოფლის საკრებულოებმა მათთვის გამოყოფილი 313 859 ლარის ნაცვლად 284 999 ლარი, ანუ 90,8 პროცენტი დახარჯეს. რაიონის გამგეობამ გეგმით გამოყოფილი 239 891 ლარიდან (98,7 პროცენტი) დახარჯა.
ნაწილობრივ გაიხარჯა თანხა თავდაცვისათვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროებისათვის. განათლებისათვის გამოყოფილი იყო 192 123 ლარი და რეალურად გაიხარჯა 74,2 პროცენტი, ანუ 49 651 ლარით ნაკლები. საბიუჯეტო სახსრები ნაწილობრივ გაიხარჯა ასევე ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის.
საბინაო-კომუნალური ღონისძიებებისათვის გამოყოფილი იყო 675 155 ლარი და დაიხარჯა 86 780 ლარით ნაკლები, ანუ 87,1 პროცენტი. დასვენების ორგანიზაციასა და საქმიანობა კულტურის, სპორტისა და რელიგიის სფეროში დაიხარჯა გეგმით გათვალისიწნებული საბიუჯეტო სახსრების 88,9 პროცენტი.
გეგმით განსაზღვრული თანხა თითქმის მთლიანად გაიხარჯა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და მონადირეობის სფეროში, რომლისთვისაც იყო გამოყოფილი 16 952 ლარი და გაიხარჯა 16 902 ლარი, ანუ 99,7 პროცენტი.
იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს შუახევის მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტი, საჭიროა ახალმა საკრებულომ და გამგეობამ გაითვალისწინონ 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მუნიციპალიტეტის სავარაუდო საგადასახადო პოტენციალი მომავალი წლისათვის და მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში.

იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი დაფუძნებული იქნება რეალურ მაჩვენებლებსა და გათვლებზე, რომელიც მათ მიერ დამოუკიდებლად იქნება შემუშავებული. ყოველივე ზემოთაღნიშნული ხელს შეუწყობს რეალური თვითმმართველობის განვითარებას.