სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მ.შ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია); საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა
დონორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (MOH)
ბიუჯეტი 96 250 ლარი
განხორციელების პერიოდი 24/04/2018 – 24/02/2019 | 17/06/2019 - 17/04/2020
სამიზნე რეგიონ(ებ)ი აჭარა/გურია
სამიზნე ჯგუფი სამშობლოში დაბრუნებული არალეგალი მიგრანტები
მიზანი
სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა აჭარა-გურიის რეგიონში.
განსახორციელებელი სამუშაოები
- სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება;
- სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა;
- შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება.