თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის
პროექტის სახელწოდება: თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის
პროექტის მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ხელშეწყობა დამოუკიდებელი, საზოგადოების ფართო ფენების ნების თავისუფალ გამოვლინებაზე დაფუძნებული თვითმმართველობის ორგანოების არჩევისა და მათი ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის საშუალებით.
პროექტის ამოცანები:
- - სამიზნე მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურების, თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით;
- - თემების მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- - სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის აღწერა:
აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების - ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი, თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურების, თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, თემების მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერებისა და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელების პერიოდი:
10 ოქტომბერი 2013 წ. - 10 აპრილი 2015 წ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.