აჭარის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის
განხორციელების პერიოდი: 1/02/2010–1/07/2012
დონორი: ევროკავშირი პროექტის მიზნები:
– სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების პოტენციალის გაძლიერება ტერიტორიების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობების დასაქმების, სიღარიბის დაძლევისათვის;
– თვითმმართველობის ორგანოების პოტენციალის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღებისათვის მუნიციპალურ ფინანსებთან დაკაშირებით, სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური ფინანსური პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; – თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოსახლეობის მომსახურების დონის ამაღლების ხელშეწყობა; - სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების მიმართ მოსახლეობის ნდობის, ამ ორგანოების ავტორიტეტის ამღლების ხელშეწყობა. – სამიზნე მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება; – ტერიტორიების მარკეტინგის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; – მუნიციპალური ბიუჯეტების ეფექტურობისა და მიზნობრიობის ამაღლება ადგილობრივი ბიუჯეტების მუნიციპალური სერვისების დაფინანსების პრინციპებზე გადაყვანის საშუალებით; – მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მომსახურების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების სისტემების შემუშავება და დანერგვა. |