„სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამა
პროექტის სახელწოდება: „სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამა
დონორი: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
ბიუჯეტი: 40’000 ლ.
განხორციელების პერიოდი: 1/07/2016 - 31/12/2016
სამიზნე აუდიტორია: აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მოქმედი დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები.
პროექტის მიზანი:
აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
პროგრამის ფარგლებში "დასაქმების აგენტები" განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:
- სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია;
- სააგენტოს მონაცემთა ბაზის ფორმირებისას ინვენტარიზაციის პროცესში დახმარება;
- სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე ოპერირებადი კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება და ინფორმირებულობა სააგენტოს სერვისების შესახებ, პრეზენტაციის ჩატარება; რეგისტრაციის პროცესში მათი დახმარება;
- პროფესიული სწავლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში: პროფესიული განათლების, კარიერული დაგეგმვისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება;
- დასაქმების სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ორგანიზებული შრომის ბაზრის კომპონენტების კვლევებში მონაწილეობის მიღება (კითხვარების დარიგება, შევსება);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ვაკანსიების დამოუკიდებლად მოძიება/სააგენტოსთვის მიწოდება და დამსაქმებელთათვის სააგენტოსთან შეთანხმებით შესაბამისი კადრების შეთავაზება სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.
შედეგები:
- სააგენტოს სერვისების შესახებ ამაღლებული ცნობირება:
- სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში: პროფესიული განათლების, კარიერული დაგეგმვისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ ჩატარდა 80 პრეზენტაცია.
- სააგენტოს სერვისების მოსარგებლე მოქალაქეთაა გაზრდილი რაოდენობა;
- სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა გაზრდილი რაოდენობა:
- პროგრამის ფარგლებში სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა 480 დამსაქმებელი და 2400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი.
- დასაქმებული პირების გაზრდილი რაოდენობა:
- პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 240 სამუშაოს მაძიებელი.