თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის
პროექტის დასახელება: თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის
დონორი: NDI
ბიუჯეტი: 9 662 $
განხორციელების პერიოდი: 15.07.2015 - 15.01.2016
სამიზნე აუდიტორია: ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მოსალეობა.
პროექტის მიზანი:
აჭარის რეგიონის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თემების მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მუნიციპალური ბიუჯეტების თემების მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტაციის ხარისხის ამაღლება საბიუჯეტო პროგრამების საკრებულოში ლობირების გზით.
პროექტის ამოცანები:
- მუნიციპალური ბიუჯეტების თემების მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- აჭარის რეგიონის ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი 6 თემის მოსახლეობის გააქტიურება და მათი ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში;
- თვითმმართველობის ორგანოებსა და თემების მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის, პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმების და მეთოდების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების დონის ამაღლება;
- ქვევიდან ზევით ინიცირებული საკითხების მხარდაჭერის და ლობირების პრაქტიკის დამკვიდრება.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თემებში;
- საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება თემებში;
- თემის აქტიური მოსახლეობისაგან საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება;
- თემებში არსებული პრობლემების კვლევა და რანჟირება;
- ტრენინგის ჩატარება;
- საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება.
პროექტის შედეგები:
- ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 6 თემში აქტიური მოქალაქეებისგან ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები;
- აჭარის რეგიონში შეიქმნა პეტიციის გზით მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის პრეცენდენტები;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და დააკმაყოფილა მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია წყალმომარაგების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მარადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია სპორტდარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით და გასცა რეკომენდაცია მიმდინარე წელს მოხდეს სპორტდარბაზის მშენებლობისთვის შესაფერისი ტერიტორიის შესწავლა და შერჩევა;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინა "ინტელექტის" რეკომენდაცია და საკრებულოს რეგლამენტი, კერძოდ კი პეტიციის წესით საკითხის ინიცირების წესის მუხლი, შესაბამისობაში მოიყვანა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან".