მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში
პროექტის სახელწოდება: მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში
დონორი: ევროკავშირი
ბიუჯეტი: 417 000 €
განხორციელების პერიოდი: 10.06.2015 – 10.07.2017
სამიზნე აუდიტორია:
- ეკომიგრანტთა ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც შესძლებენ სოციალურ საწარმოებში დასაქმებას, საკუთარი ოჯახებისთვის საარსებო წყაროს გაჩენას;
- ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტების ის ნაწილი, რომლებიც პროექტის რეალიზაციის შედეგად შესძლებენ აითვისონ ახალი ან გაიუმჯობესონ არსებული პროფესიული უნარ-ჩვევები, შესძლონ დასაქმება და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა;
- მიგრანტები, რომლებიც შესძლებენ საცხოვრებელი გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროების შემცირებას;
- მიგრანტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიიღებენ სამართლებრივ კონსულტაციებსა და იურიდიულ მომსახურებას;
- აჭარის რეგიონის თემებში მცხოვრები შრომითი მიგრანტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საჯარო ლექციებში და აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას მიგრაციის, საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
პროექტის ამოცანები:
- აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მექანიზმების შემუშავება და იმპლემენტაცია;
- მიგრანტების სტიქიური ჩასახლების ადგილებში ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება, მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა;
- დაბრუნებული და პოტენციური მიგრანტების (მათ შორის ქალების) ისეთი ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები:
- სოციალური საწარმოების ჩამოყალიბება;
- მცირე საწარმოების ჩამოყალიბება;
- პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
- ჰიგიენის სახლების მშენებლობა;
- მიგრანტების სამართლებრივი დახმარება;
- მიგრანტთა (მათ შორის ეკომიგრანტთა) საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბება.