HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში
პროექტის სახელწოდება: HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში
დონორი: ლიტვის რესპუბლიკის საელჩო
ბიუჯეტი: 10 000 €
განხორციელების პერიოდი: 06.05.2015 – 20.09.2015
სამიზნე აუდიტორია: აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი ბიზნეს-ოპერატორები, საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პროექტის მიზანი: საქართველოს ევრო ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში არსებული სასურსათო და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში არსებული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საშუალებით.
პროექტის ამოცანები:
- აჭარის რეგიონში მოქმედი სასურსათო და ცხოველთა საკვების მწარმოებელთა და საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება HACCP და ISO სტანდარტებთან მიმართებაში.
- აჭარის რეგიონში მოქმედი სასურსათო და ცხოველთა საკვების მწარმოებელთა და სწავლებისა და კონსულტირების სისტემის ჩამოყალიბება HACCP და ISO სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
- HACCP-ისა და ISO სტანდარტების იმპლემენტაციის არასახელმწიფო მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები:
ტრენინგების ჩატარება რეგიონში მოქმედი ბიზნეს ოპერატორებისთვის, საჯარო მოხელეებისათვის, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებისათვის;
HACCP-ისა და ISO-ს სტანდარტების დანერგვის პრაქტიკული სახელმძღვანელოსა მომზადება და გადაცემა მეწარმეებისათვის;
სამუშაო პროცესის გამარტივებისათვის სპეციალური Soft-ის შექმნა წარმოების პროცესის აღრიცხვის სრულყოფისა და გამარტივებისათვის;
HACCP და ISO სტანდარტების დანერგვის პროცესის მონიტორინგი პროექტის მონაწილე ორგანიზაციებში (ან ბიზნეს ოპერატორებში), დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა მონიტორინგის პროცესში.
პროექტის შედეგები:
- ჩატარდა ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა;“
- ქართულ ენაზე გამოიცა HACCP-ის სახელმძღვანელო;
- შეიქმნა საწარმოო პროცესის აღრიცხვიანობის ელექტრონული პროგრამა;
- ჩამოყალიბდა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც სამომავლოდ მეწარმეებს გაუწევს კონსულტაციას და ჩაუტარებს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის საკითხებზე.