ბიზნეს-გეგმების შემუშავება
პროექტის სახელწოდება: ბიზნეს-გეგმების შემუშავება აგროსფეროში მოღვაწე სუბიექტებისათვის.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში აგროიბიზნესის განვითარება: მოქმედი ბიზნესის განვითარება, მცირე ფერმერების ხელშეწყობა და მათი რეალური შემოსავლების ზრდა.
პროექტის აღწერა:
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ უზრუნველყოფს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ბენეფიციარების არსებული მდგომარეობის შესწავლას, განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, სტრატეგიების დასაბუთებისა და რეალიზებისათვის საჭირო ფინანსური ინვესტიციების გაანგარიშებას და ბიზნეს-გეგმის შემუშავებას.
პროექტის განხორციელების პერიოდი:
8 ოქტომბერი 2014 წ. - 8 ოქტომბერი 2015 წ.
პროექტის დამკვეთი: მერსი ქორფსის საქართელოს წარმომადგენლობა