აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველთა და ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის მონიტორინგი
პროექტის სახელწოდება: აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველთა და ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის მონიტორინგი
პროექტის მიზანი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და რემიგრირებული ეკომიგრანტების უკანონო ჩასახლების პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი. აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის მიმართ გამჭვირვალე და სამართლიანი რეგიონალური სამთავრობო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები:
- უკანონოდ ჩასახლებული მოსახლეობის სამთავრობო სიის მონიტორინგის განხორციელება;
- კვლევის დიზაინის შემუშავება და კვლევის ჩატარება უკანონოდ ჩასახლებულ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და რემიგრირებულ ეკომიგრანტთა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო შესაძლებლობების შეფასებისათვის;
- უკანონოდ ჩასახლებული მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ფორმირება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით;
- რეკომენდაციების შემუშავება აჭარის რეგიონის სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.
პროექტის აღწერა:
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თვითნებურად და უკანონოდ ჩასახლებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობასა და რემიგრირებულ ეკომიგრანტებთან მიმართებაში გამჭვირვალე, სამართლიანი სამთავრობო პოლიტიკის ფორმირებას. მიზნის მიღწევისათვის განხორციელდება განსახლების პროცესებთან დაკავშირებული სამთავრობო გადაწყვეტილებების მონიტორინგი, შესწავლილი იქნება უკანონოდ ჩასახლებულთა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო შესაძლებლობები ძირითადი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც მომზადდება რეკომენდაციები აჭარის რეგიონის სამთავრობო სტრუქტურებისათვის. მიღწეული იქნება დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა განსახლებასთან დაკავშირებული რეგიონული სამთავრობო პოლიტიკის ფორმირების პროცესებში.
პროექტის განხორციელების პერიოდი:
1 აგვისტო 2013 წ. - 30 დეკემბერი 2013 წ.
პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.