თემი და არჩევნები
დონორი: |
ევროკავშირი
|
განხორციელების პერიოდი: | 29.09.2006 – 30.03.2007 |
პროექტის მიზნები: |
დემოკრატიულო პროცესების მხარდაჭერა, მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების გაზრდა თვითმმართველობის საკითხებში, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია, აჭარის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის) მოსახლეობის როლის გაზრდა თვითმმართველობის პროცესებში.
იმისათვის, რათა მიღწეულიყო პროექტით გათვალისწინებული მიზნები, დაიგეგმა 63 თემში გავრცელებულიყო 35 000 საინფორმაციო ბუკლეტი, მცირე ჯგუფებში 10100 მონაწილესათვის ჩატარებულიყო საგანმანათლებლო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. აგრეთვე ჩატარებულიყო 126 საერთო შეხვედრა ზემოთხსენებულ საკითხებზე საგანმანათლებლო შეხვედრებზე გამოვლენილ საზოგადოების აქტიური ნაწილისათვის (3 600 მონაწილესათვის). |
პროექტის შედეგები: | პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩამოყალიბდა რეალური სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც აგრძელებენ მონაწილეობას თვითმმართველობის განხორციელებაში, გავრცელდა 35 000 საინფორმაციო ბუკლეტი, ჩატარდა შეხვედრები თემების ყველა მცირე ჯგუფისათვის. ჩატარდა ტრენინგები თემის მოსახლეობისათვის და საკრებულოს წევრებისათვის. პროექტი დასრულდა წარმატებით პროექტის გეგმით განხორციელებულ ვადაში. |