ნაბიჯ–ნაბიჯ თავისუფალი ინფორმაციის სამყაროსკენ
დონორი : |
ამერიკის საელჩო
|
განხორციელების პერიოდი: |
01.06.2002 – 10.11.2002.
|
პროექტის მიზნები: |
პროექტის მიზანი იყო ინტერნეტის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტთა ჩართულობა პროექტში:
1.ერთი სამუშაო შეხვედრა აჭარაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის – "სარედაქციო ელექტრონული სისტემა"; 2.ორი საინფორმაციო შეხვედრა ექიმებისათვის – "სამედიცინო რესურსები ინტერნეტში"; 3.ორი საინფორმაციო შეხვერდა ჟურნალისტებისათვის – "ელექტრონული მედია და ინტერნეტი ჟურნალისტებისთვის"; 4.ბიზნესის წარმომადგენლებისათვის – "ბიზნეს კომუნიკაცია და ელექტრონული კომერცია"; 5.უმაღლესი სასწავლებლის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სპეციალისტებისათვის – "ინტერნეტი ადამიანის უფლებების განათლებისათვის“; 6.სპეციალური სამუშაო შეხვედრა საჯარო მოხელეებისათვის – "ინფორმაციის წყაროების გამოყენება ინტერნეტში". |
შედეგები: |
სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისათვის (ექიმები, ჟურნალისტები, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები) ჩატარდა 30 სემინარი. პროექტის ფარგლებში სერვის ცენტრით ისარგებლა 500–მდე მომხმარებელმა. პროექტი საკმაოდ საინტერესო იყო საზოგადოებისათვის.
|