პასუხი იმიგრანტთა საჭიროებების სწრაფი შეფასებისას გამოვლენილ პრობლემებზე
განხორციელების პერიოდი: 14/07/2019 - 14/10/2020
ბიუჯეტი: 10 000 $
დონორი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
სამიზნე ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მიზანი:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები იმიგრანტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება COVID19-ის პანდემიით გამოწვეული რისკებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- იმიგრანტების უფლებების დაცვა სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების საშუალებით;
- უცხოელი სტუდენტების ონლაინ სასწავლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილოების ხელშეწყობა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება იმიგრანტების მოწყვლადი ჯგუფების დაცვის, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკების ფორმირებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების საკითხებში.
პროექტის ფარგლებში იმიგრანტებისათვის იმოქმედებს შემდეგი სერვისები:
- ინფორმაციის მიწოდება COVID19-ისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სამართლებრივი კონსულტაციები/დახმარება;
- თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო სივრცე სტუდენტებისათვის.