სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა CSSIGE
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU for Georgia) და კონტად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
აჭარის რეგიონში, პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, აჭარის რეგიონული ჰაბის სახით.
პროექტის ბიუჯეტი: 5.07 მლნ €
რეგიონული ჰაბის ბიუჯეტი: 45 000 €
განხორციელების პერიოდი: 2017 – 2020
სამიზნე ჯგუფები:
• საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
• სათემო ორგანიზაციები;
• საინიციატივო ჯგუფები;
• ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება;
• სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები;
• ბიზნეს-სექტორი;
• მედია;
• მოხალისეები და ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი:
სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებაში მისი როლის გაზრდა:
• საარსებო გარემოს გაუმჯობესება;
• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება;
• ანგარიშვალდებულების გაზრდა;
• სხვა აქტორებთან კავშირების გამყარება.
პროექტის ამოცანები:
1. სამოქალაქო საზოგადოების ფინასური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით.
2. სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.
3. სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში.
4. სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები:
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის/სათემო ორგანიზაციებისთვის:
1. რესურსების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის მექანიზმების გაუმჯობესება;
• სახელმწიფო გრანტების მექანიზმები;
• კერძო სექტორის მონაწილეობის მექანიზმები;
• მონაწილეობისა და მოხალისეობის გაზრდის მექანიზმები.
2. უნარ-ჩვევების გაზრდა და ინსტიტუციური გაძლიერება (ტრენინგები, საგრანტო პროგრამები, სემინარები, ვორქშოფები);
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნდობის და ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში;
• გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების შექმნა;
• საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტრეოტიპების რღვევა და საზოგადოების ინფორმირების კამპანია (მედია კამპანიის ჩათვლით).
4. ქვეგრანტები;
• სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის მონიტორინგი;
• მცირე გრანტები სათემო ორგანიზაციებისათვის;
• გრანტები ადვოკატირება/მონიტორინგის ერთობლივი ინიციატივებისათვის;
• კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სექტორთშორისი თანამშრომლობის მხარდამჭერი გრანტები (სამ. ორგანიზაციები/სათემო ორგანიზაციები და ბიზნესი და/ან ადგილობრივი ხელისუფლება);
• ინსტიტუციური გრანტი 10 ჰაბისთვის (ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში (10 ჰაბი - 10 რეგიონში)).
5. სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან (მაგალითად, ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნესთან) ეფექტიანი კომუნიკაციისა და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით CSO ფორუმებში მონაწილეობა.
მედიისთვის:
1. მედია-კამპანიები;
2. ონლაინ კურსები;
3. ჟურნალისტთა კონკურსები;
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ცნობიერების ამაღლების კუთხით საერთო აქტივობებში მონაწილეობა.
ბიზნესისთვის:
1. კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ცნობიერების ამაღლება, პრო ბონო ღონისძიებებში მონაწილეობა. მაგალითად, ფორუმები, ტრენინგები, სემინარები, ვორქშოფები, პრო-ბონო მარათონი;
2. საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საერთო აქტივობებში მონაწილეობა.
ხელისუფლებისთვის (ცენტრალური და ადგილობრივი):
1. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ინიციატივები;
2. მულტიაქტორული დიალოგის რეგიონულ და ეროვნულ ფორუმებში მონაწილეობა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით.
ახლგაზრდებისთვის/სტუდენტებისთვის:
1. საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“;
2. სამოქალაქო ლიდერობის პროგრამები;
3. ონლაინ კურსები;
4. კონკურსები;
5. მოხალისეობის მხარდაჭერა (ე.წ. time-banking სისტემის დანერგვა).