ტრენინგი „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ აჭარის რეგიონში მოქმედ მეწარმეებს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგს „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“.
ტრენინგზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის სფეროში;
- წინასწარი აუცილებელი (პრერეკვიზიტული) პროგრამები - GHP&GMP;
- HACCP-ის დანერგვის წინაპირობები;
- HACCP-ის პრინციპების მიმოხილვა სხვადასხვა სექტორისათვის.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ HACCP-ის სახელმძღვანელო სერტიფიკატი.
ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ მასალასაც შეასწავლიან თქვენს თანამშრომლებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995 92) 57 18 00;
(+995 422) 24 16 40;
(+995 422) 24 16 50;
ან მოგვმართეთ მისამართზე: ბათუმი, აღმაშენებლის 13, IV სართული, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“