ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში
მცირე ბიზნესის საკითხებში ტრენინგების ჩატარება უფროსი თაობის ადამიანთათვის მათი თვითდასაქმების, შრომის ბაზარზე მონაწილეობის და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ტრენინგი განხორციელდება პროექტის ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის“ ფარგლებში, რომელიც ასაკოვან ადამიანთა მცირე ბიზნესში ჩართვას, შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობის და ეკონომიური გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება. ტრენინგებს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი“.
ტრენინგების ხანგრძლივობა მოიცავს 64 სთ-ს და შედგება შემდეგი სატრენინგო საკითხებისაგან:
- ბიზნეს გეგმის სტრუქტურა;
- იდეის ფორმირება;
- მარკეტინგული გეგმა;
- ორგანიზაციული და სამოქმედო გეგმა;
- ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება;
- საგადასახადო საქმე;
- ფინანსური მენეჯმენტი;
- ბიზნეს სესხები და მისი მართვა;
- ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური მეწარმეობა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ ტრენერებთან ერთად (ლევან გობაძე, დავით არძენაძე და მარი პაპუნიძე) ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაცია „ინტელექტის“ მიერ მოწვეული სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები:
ჯაბა გუნთაიშვილი - აგრო სესხების ექსპერტი, ბანკ „კრედოს“ წარმომადგენელი,
ტომ ლადეკი – მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი საქართველოში (სოციალური მეწარმეობა);
ზაზა მჟავანაძე - აგრობიზნესის წარმომადგენელი, თხილისა და ზეთისხილის ფერმერული მეურნეობის მფლობელი.
კარლო კეკელიძე - ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი ფინანსისტ-ეკონომისტი.
პროექტის ფარგლებში გადამზადდება 30 ხანდაზმული, რომელთაგანაც შეირჩა 15 საუკეთესო ბიზნეს პროექტი დაფინანსდება.
პროექტის ავტორი: ასოციაცია „ღირსეული სიბერე“;
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი.