ტრენინგები საკრებულოების მაჟორიტარობის წევრობის კანდიდატებისათვის
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ აჭარის მუნიციპალიტეტების თემებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებს ტრენინგებს ჩაუტარებს.
ტრენინგი მიზნად ისახავს მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამის მეთოდოლოგიის შემუშავებაში ხელშეწყობას. ტრენინგი ასევე საშუალებას მისცემს მსმენელებს გაეცნონ საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსებს და სხვა მომიჯნავე კანონმდებლობებს, საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკას.
ტრენინგის დღის წესრიგი ჩამოყალიბებული იქნა შემდეგნაირად:
1. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საკრებულოს წევრის უფლებამოსილება;
- საკრებულოს წევრის ფუნქცია და ანგარიშვალდებულებები;
2. ეფექტური წინასაარჩევნო პროგრამის მომზადების მეთოდოლოგია;
3. საჯარო გამოსვლების ტექნიკა.
ტრენინგს გაუძღვებიან:
- ლევან გობაძე - საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარე;
- გენო გელაძე - განათლების დოქტორი, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;
- ნუგზარ კეკელიძე - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ თემის მობილიზატორი.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ტრენინგების შემდგომ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაეხმარება თემებში მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებაში.
ტრენინგზე დასწრება შეეძლებათ საკრებულოს წევრობის, როგორც მაჟორიტარ ასევე პროპორციული წესით წარდგენილ კანდიდატებსაც.