ტრენინგი ადგილობრივი განმანათლებლებისათვის
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, პროექტის - „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში აჭარის რეგიონის თემებში შერჩეული განმანათლებლებისათვის ტრენერთა მომზადების ტრენინგებს ჩაატარებს.
ტრენინგების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითად საკითხებს, საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგიებს:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი (ახალი კანონი თვითმმართველობის შესახებ);
- ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
- მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში;
- საარჩევნო კანონმდებლობა;
- საარჩევნო პროცედურები;
- მოქალაქეთა მიერ საკუთარი ხმების დაცვის საშუალებები;
- საგანმანათლებლო საქმიანობის ჩატარების მეთოდოლოგია.
ტრენინგებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური ტრენერები:
- ლევან გობაძე - საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარე;
- გენო გელაძე - განათლების დოქტორი, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;
- ნუგზარ კეკელიძე - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ თემის მობილიზატორი.
ტრენინგის ხანგრძლივობა 15 დღე.
ტრენინგების დასრულებისთანავე 92 ადგილობრივი განმანათლებელი 3 თვის განმავლობაში თავიან თემებში საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩაატარებენ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ევროკავშირი.