"ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ – ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები".
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, 2009 წლის 5 ნოემბერს გამართავს პრეზენტაციას თემაზე:
„ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“–ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები“.
დღეისათვის კავშირი „ინტელექტი“–ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით 3 პროექტი განხორციელდა:
- „თემთა მობილიზაციის ინიციატივა“ (2007–2009 წწ.);
- „თემი და არჩევნები“ (2006 წ.);
- „თემზე დაფუძნებული ანტიკორუფციული სამოქალაქო ინიციატივა“ (2005–2007 წწ.).
პროექტები მიმართული იყო აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესების სრულყოფის, მუნიციპალური ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ.
კავშირი „ინტელექტი“–ს პრეზენტაცია გაიმართება აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაციის ფარგლებში.
პრეზენტაციას დაესწრება საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის დელეგაცია და წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი.
პრეზენტაცია გაიმართება 2009 წლის 5 ნოემბერს, 1530 საათზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი # 1, სასტუმრო „სანაპირო“–ს საკონფერენციო დარბაზი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული






















