ტრენინიგი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" პროექტის "თემი და არჩევნების" ფარგლებში აჭარაში არსებული მუნიციპალური საკრებულოს წევრებისათვის ტრენინგებს ატარებს, რომლის ძირითადი მიზანია თვითმმართველი ერთეულების წევრთა პროფესიული დონის ამაღლება და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული რთული საკითხების დახვეწა-გათვიცნობიერება. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესი", "საქართველოს საბიუჯეტო პროცესი", "სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა", "მიზნობრივი პროგრამების შედგენა და შეფასება" "სამართლებრივ აქტების სახეები", "ნორმატიული აქტების იერარქია", "საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები" - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელებზეც ტრენერები მიხეილ ანანიძე, ტიტე აროშიძე და ირაკლი ანანიძე სამიზნე ჯგუფებს ესაუბრებოდნენ.
26-28 მარტს ტრენინგ-სემინარი ხულოს მუნიციპალური საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა გამგეობის აპარატის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ტრენინგ-სემინარმა მონაწილეების მხრიდან დადბითი შეფასება მიიღო.
ემზარ აბულაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: - "ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში რა საკითხებიც მაინტერესებდა ყველა მოცულო იქნა, კითხვებიც ბევრი გვქონდა პასუხებიც სრულად მივიღეთ. ბევრი პრობლემატური საკითხი წარმოიშვა, მაგრამ პრობლემის მოგვარების გზები სხვა კუთხით უნდა ვეძებოთ. ტრენინგები ადამიანს აძლევს საშუალებას ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავოს. საინტერესო იყო გამოთანაბრებთი ტრანსფერის ფორმულის თუნდაც კიდევ ერთხელ გადახედვა-განხილვა. სამომავლოდ პრაქტიკაში ესეც დადებითად აისახება. უკვე დავიწყეთ 2008 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება. ჩვენი სფერო ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურ ცოდნის გაღრმავებას და კანონმდებლობასთან ყოველდღიურ ურთიერთობას საჭიროებს."
ზურაბ ხოზრევანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: - "მისასალმებელია მსგავსი ტრენინგ-სემინარების ჩატარება, რომელმაც დეტალურად ჩაგვახედა მთელ რიგ საკითხებში. პირადად მე დეტალურად გავერკვიე ბიუჯეტის ფორმირების, ქონების მართვის, განკარგვის პროცესებში და მასათან დაკავშირებულ პრობლემებში. ჩვენს მუნიციპალიტეტში სამართლებრივი მხარეც პრობლემას წარმოადგენდა და ეს ტრენინგი წინგადადგმული ნაბიჯია საქმის კარგად შესრულების მხრივ. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო საორგანიზაციო მხარე, რომელსაც წუნს ვერ დაუდებთ ვერცერთი ჩვენგანი. დიდი მადლობა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტს" აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისათვის."
ოთარ აბულაძე, საკრებულოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: - "ტრენინგი კარგია, რადგან საკრებულო ახლადჩამოყალიბებულია, არ არის გამოცდილება. კანონები ზოგი ახლადმიღებულია, ზოგი ცვლილებებით არის დაბრუნებული, რომლებიც ჩვენამდე ვერ აღწევს, რადგან ინტერნეტი ჩვენთან არ არის და ლიტერატურაზეც ხელი ძნელად მიგვიწვდება. იმედია მომავალშიც გვექნება მსგავსი შეხვედრები "ინტელექტთან" და საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. რადაგან ახალგაზრდევბი არიან და მათი ენერგია და განათლება გამოგვადგება. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და საჭირო დროს გვერდში დგომისათვის."
ჯემალ ბოლქვაძე, საქმის წარმოების და საორგანიზაციო საკითხების სპეციალისტი: -"ვფიქრობ დღევანდელი ტრენინგი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ რთულ საქმეში, რასაც ბიუჯეტის შედგენა ქვია. რადგან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, ვთვლი, რომ სამ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია და ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის რაღაც დოზით გაურკვეველი იყო, გავითავისეთ და მომავალში ყველა აუცილებლად გამოგვადგება. იურისტის და ეკონომისტ-ექსპერტების სემინარები მისასალმებელი. ტრენინგს დადებით შეფასებას ვაძლევ, როგორც საორგანიზაციო, ისე შინაარსის მხრივაც. თითოეული ჩვენთაგანი მოხარულები ვიქნებით თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ ქნება."