ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2006 წელს განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები
ქედის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტი რამოდენიმე პროგრამას შეიცავდა, რომელთა უმრავლესობა მიზნად სოციალური საკითხების მოგვარებას ისახავდა. აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი პროგრამები მხოლოდ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არ იქმნება. გზის რეაბილიტაციის, მინი სტადიონის მშენებლობის, სასმელი წყლის მილების გაყვანის პროექტები მიზნობრივ პროგრამებად ჩამოყალიბებას საჭიროებენ. პროგრამული ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოებს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად განსარღვრონ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებები და უფრო ეფექტურად განახორციელონ მონიტორინგი და კონტროლი მათ ხარჯვაზე, ხოლო აღმასრულებელი ორგანოები უფრო ეფექტურად განახორციელებენ პროგრამული ბიუჯეტის შესრულებას, რადგან ხარჯის გაწევის მიმართულებები წინასწარვე დეტალურად იქნება განსაზღვრული.
მიზნობრივი პროგრამა მუშავდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად და ქვეყნის განვითარების მოცემული ეტაპისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. მიზნობრივი პროგრამა უნდა მოიცავდეს პროგრამის ძირითად არსს, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, მოცემულ ეტაპზე მისი რეალიზაციის აუცილებლობის დასაბუთებას, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღებულ მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტს. პროგრამაში ასახული უნდა იყოს პროგრამის განხორციელების ვადები, განსახორციელებელი საქმიანობის დეტალური ჩამონათვალი, ბიუჯეტი, საჭირო ინვესტიციები გაწერილი ვადების მიხედვით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ ფინანსურ გეგმას, რომლებიც არ ატარებდნენ პროგრამულ ხასიათს. რაც უფრო მეტი წილი აქვს მიზნობრივ პროგრამებს ბიუჯეტში, მით უფრო ეფექტურად განხორციელდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რადგან მიზნობრივი პროგრამისთვის ყოველი ხარჯი ზუსტად არის განსაზღვრული.
ჩვენი ყურადღება ამჟამად მიზნობრივი პროგრამების შედგენასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვინდა შევაჩეროთ. განვიხილავთ ქედის რაიონის ბიუჯეტის შემდეგ მიზნობრივ პროგრამას: "ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა".
ქედის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში პროგრამისათვის გამოყოფილი იყო 56 600 ლარი, რომლიდანაც 50 078 ლარი დაიხარჯა, პროგრამა 88,5 პროცენტით შესრულდა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის სრულყოფილად შეუსრულებლობის მიზეზად ქედის სახალხო ბანკში შექმნილი მძიმე დანაშაულებრივი მდგომარეობას ასახელებს, რომელიც 2006 წლის სექტემბერში გამოვლინდა. ამიტომაც წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა ყველა მიზნობრივი პროგრამის სრულად დაფინანსება და პროგრამის ნაწილის შესრულება გადატანილია გადასახდელად 2007 წლისათვის:
ა) წონიარისში დამონტაჟებულ დიდ სამამულო ომში ნაბრძოლი ტანკისა და მის კვარცხელბეგზე ჩატარებული სამუშაოების ღირებულება - 115 ლარი;
ბ) ცხმორისში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალისა და სტენდის სამუშაოებისათვის - 1 990 ლარი;
გ) ვეტერანთა ტელეფონების 2006 წლის სააბონენტო გადასახადი III და IV კვარტლის - 615 ლარი;
დ) ვეტერანთა კომუნალური გადასახადის 2006 წლის IV კვარტლის - 72 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტის 2006 წლის "ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა" შედგება შვიდი ქვეპროგრამისაგან, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ დახმარებებსა და შეღავათებს:
1. ომის ვეტერანების გაზით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის შედეგადაც ომის ინვალიდები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ღებულობენ 10,8 ლარის ოდენობის ტალონებს, ხოლო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული პირები და სამხედრო ძალების ვეტერანები 8.1 ლარის ოდენობის ტალონებს, რის შემდეგაც ხდება ამ ტალონების განაღდება.
აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ქედის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 29 808 ლარი, რომლიდანაც გაიხარჯა 28 871 ლარი.
ქვეპროგრამის მიმდინარეობისას კოალიციის ექსპერტების მიერ განხორციელდა ზემოთხსენებული ქვეპროგრამის პრაქტიკული მონიტორინგი, რომელმაც საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა ქვეპროგრამის ნაკლოვანებები, როგორც დაგეგმვის დროს, ისე მისი განხორციელებისას:
პირველი, ქვეპროგრამა არ ითვალისწინებდა მომსახურების მიწოდების ფორმებს, რომელიც განსაზღვრავდა თუ სად და როდის შეეძლოთ პროგრამის მომხმარებლებს გაენაღდებინათ გაზის ტალონები, ამიტომაც ზოგიერთი მომხმარებელი ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ახორციელებდა ტალონების განაღდებას;
მეორე, იმის გამო, რომ გაზის მიწოდება ვერ ხერხდებოდა რაიონის ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში მაცხოვრებელ ვეტერანებზე, ბევრ შემთხვევაში გაზის ტალონები გაუნაღდებელი რჩებოდა, რაც არაეფექტურს ხდიდა პროგრამას. ზოგიერთ თემში მოსახლეობა ერთობლივად ყიდულობდა საწვავს და სატვირთო ავტომობილის მეშვეობით ხორციელდებოდა რაიონის ცენტრში ჩასვლა და გაზის ავზების შევსება, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული;
და ბოლოს, ხშირ შემთხვევაში გაზის გაცემა ნაკლები რაოდენობით ხდება, ვიდრე ტალონებით არის გათვალიწინებული.
2. ომის ვეტერანების ტელეფონის სააბონენტო გადასახადით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის მიხედვითაც ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის გამოიყოფოდაა 4 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის 2 ლარის (50%) ოდენობის დახმარება ტელეფონის გადასახადის სახით. აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 1 200 ლარი და დაიხარჯა 613 ლარი. ქვეპროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოჩენილა.
3. ომის ვეტერანების კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა, სადაც გათვალიწინებულია ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომების მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სანდასუფთავებისა და წყალმომარაგების ხარჯების დაფარვა, რომელიც შეადგენდა თვეში 1 ლარს. აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 600 ლარი და დაიხარჯა 333 ლარი. ქვეპროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოჩენილა.
4. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის საქალაქო, საგარეუბნო და რაიონის ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პროგრამა. ამ ქვეპროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით ერთხელ მგზავრობა.
აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 6 600 ლარი და დაიხარჯა 6 202 ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში ძირითადად რაიონის ტერიტორიაზე მოძრავი ტრანსპორტით მგზავრობა იყო შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები უარს ამბობდნენ აღნიშნული მომსახურების შესრულებაზე, რადგან შესაბამისი ანაზღაურება არ ხდებოდა გამგეობის მიერ. ჩვენის აზრით, ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის უკეთესი იქნება გამგეობამ განახორციელოს ვეტერანთა მგზავრობით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა, რაც უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებას.
5. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ტიპის კურორტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. აღნიშნული ქვეპროგრამა სრულყოფილად არ ხორციელდებოდა 2006 წელს, რის გამოც 2007 წლისათვის ეს ქვეპროგრამა აღარ განხორციელდება. 2006 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იყო 2 700 ლარი და დაიხარჯა 2 600 ლარი.
6. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის დასასვენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის პროგრამა. აღნიშნული ქვეპროგრამა 2006 არ ხორციელდებოდა სრულყოფილად, რის გამოც 2007 წელში აღარ განხორციელდება. ამ პროგრამისათვის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 4 050 ლარი და ეს თანხა მთლიანად დაიხარჯა.
7. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარიტუალო მომსახურეობის, უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას. აღნიშნული ქვეპროგრამისათვის ბიუჯეტით 11 642 ლარი იყო გამოყოფილი და დაიხარჯა 7 409 ლარი.
ზემოთხსენებული ქვეპროგრამები მათი განხორციელების ანალიზიდან გამომდინარე, არ არიან ორიენტირებულნი ეფექტურობაზე, რომელსაც უნდა მოსდევს შესაბამისი შედეგი. ქვეპროგრამებში ასახული ინფორმაცია ძალიან მწირი და შაბლონური ხასიათისაა. მიზნობრივ პროგრამაში დეტალურად უნდა იყოს ასახული ის პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც იქმნება ეს პროგრამა, აუცილებელია მისი აქტუალურობის დასაბუთება, რისი დადგენაც მხოლოდ პრობლემის კარგად გაცნობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მასში უნდა იყოს ასახული თუ რა მიზანს ემსახურება ამ პროგრამის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას ვერ გაურკვევია თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება და რა ოდენობის დახმარება უნდა აიღოს. ქვეპროგრამაში მოცემული ინფორმაცია უნდა იყოს დაწვრილებითი და ადვილად გასაგები. ქვეპროგრამაში მითითებული უნდა იყოს თუ როგორ არიან განსაზღვრული მოსარგებლე პირები. მაგალითად: თუ კანონის საფუძველზეა, მაშინ პროგრამა უნდა შეიცავდეს შესაბამის განსაზღვრებასაც, გარდა იმისა აუცილებელია მას თან ერთვოდეს განმარტებებიც. ყოველივე ეს ხელს შუწყობს მოსახლეობას პროგრამის გაცნობის შემდეგ მიიღოს დეტალური ინფორმაცია თუ რა კატეგორიისთვის არის განკუთვნილი ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება.
თითოეულ ქვეპროგრამაში პროგრამის განხორციელების გზები დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, სადაც იქნება ნაჩვენები ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გზები. მაგალითისთვის, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპლთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალ-დაკარგულთა გაზით უზრუნველყოფის პროგრამაში დაწვრილებით უნდა იყოს ინფორმაცია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტალონებისა და თხევადი აირის მიწოდები შესახებ. მასში ყველა პროცედურა უნდა იყოს ასახული, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა შეძლებს ტალონების, ხოლო შემდგომში თხევადი აირის მიღებას.
რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, მოცემულ ქვეპროგრამებში მოცემულია მხოლოდ ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მთლიანი თანხა, რაც არასაკმარისი მონაცემია პროგრამისთვის. ქვეპროგრამის ბიუჯეტში დეტალურად უნდა იყოს ნაჩვენები ყოველი მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო თანხები ცალ-ცალკე, გასაცემი დახმარების ოდენობა, მოსარგებლე პირთა რაოდენობა და სხვა, რის საფუძველზეც შედგენილი იქნება მთლიანი ხარჯთაღრიცხვა.
შემუშავებული მიზნობრივი პროგრამა არ შეიცავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას, შესყიდვის ოდენობას, ვადებს და სხვა. მსგავსი სახის ინფორმაცია მნიშვნელოვანია კერძო მეწარმეებისათვის, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განხილულ იქნენ როგორც საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლები სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას. ფირმებისათვის მნიშვნელოვანია ფლობდნენ ინფორმაციას მოსალოდნელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს მათ წინასწარვე გაუკეთონ მობილიზაცია საკუთარ რესურსებს, დროულად დაასრულონ ძველი შეკვეთები, მოიზიდონ ინვესტიციები და სხვა.
ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალ-დაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამის არც ერთ ქვეპროგრამაში არ არის ნაჩვენები თუ რა გეგმის მიხედვით მოხდება ამ პროგრამის განხორციელება. სასურველია ეს გეგმა ნაჩვენები იყოს ცხრილის სახით, რომელშიც ასახული იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის ვადები. ასევე საერთოდ არ არის ნაჩვენები პროგრამის მოსალოდნელი შედეგები, თუ რა შედეგების მიღებაზე არის გათვლილი ეს პროგრამა. არ არის ნაჩვენები მისი შეფასების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება პროგრამის განხორციელების ეფექტურობის შეფასება.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა განხორციელდება 2007 წელსაც, მცირედი ცვლილებებით. წლევანდელ წელს პროგრამიდან ამოღებული იქნა დასვენებისა და სამკურნალო ტიპის კურორტებით, დასავენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები.
იმედი გვაქვს ქედის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით და შემდგომში პროგრამის შემუშავების მეთოდებს გააუმჯობესებს. აუცილებელია ქედის მუნიციპალიტეტის საკრბულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიზნობრივი პროგრამის შედგენის, კვარტალური და წლიური ანგარიშგების წარმოების შესახებ, რომელიც მიზნობრივი პროგამების შემუშავების პრინციპებს, კრიტერიუმებს, ფორმებს, ანგარიშგების ვადებს, ანგარიშის წარდგენის ფორმებს სრულყოფილად განსაზღვრავს. შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაზრდის საბიუჯეტო პროცესის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხს, პროგრამის შედგენის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესი უფრო გამარტივდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადმინისტრაცული ხარჯების გარდა თითქმის მთლიანად პროგრამულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ცვლილებები მიზნობრივი პროგრამების შედგენისა და განხორციელების პროცესთან დაკავშირებით მალე განხორციელდება, რაც თვითმმართველობის უფრო ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს.