როგორი მდგომარეობაა ქობულეთის უპოვართა სასადილოში?
2006 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი უფასო სასადილო მოქმედებდა. ერთი სახელმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა, ხოლო მეორე "ნაციონალური მოძრაობის" პატრონაჟით. წლის ბოლოს ნაციონალურმა მოძრაობამ შეწყვიტა სასადილოს დაფინანსება, რის შემდეგაც სოციალურად დაუცველი 30 ადამიანი მუნიციპალურ უფასო სასადილოს მიამაგრეს. დღევანდელი მონაცემებით ქობულეთში სულ 200 ადამიანია, რომლებიც მსგავსი მომსახურებით სარგებლობს. ქობულეთის რაიონული ბიუჯეტიდან პროგრამისათვის ,,სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს მოწყობა" 150 000 ლარი იყო გამოყოფილი, რომლიდანაც 17 390 ლარი სასადილოს შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ ხარჯებს შეადგენდა.
ანალოგიური პროგრამით ხელვაჩაურის მუნიციპალურ სასადილოს გამოეყო თანხა 14 640 ლარის ოდენობით. მართალია აქ მუნიციპალური სასადილოთი 40 ადამიანი სარგებლობდა, მაგრამ ელემენტარული მათემატიკური გაანგარიშებით ერთი ადამიანის გამოკვება ქობულეთის გამგეობას 2.10 ლარი, ხოლო ხელვაჩაურის გამგეობას 1.52 ლარი უჯდება. თუკი შევადარებთ ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ერთი ადამიანის გამოკვებაზე დახარჯულ თანხებს სხვაობა 190 ლარს შეადგენს. ე.ი ქობულეთის მუნიციპალიტეტს ერთი ადამიანის ცხელი საკვებით უზრუნველყოფა 190 ლარით ძვირი დაუჯდა ვიდრე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. ყოველივე ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს ეჭვს უჩენს, რომ ქობულეთის სასადილოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გამოყოფილი თანხები ხელოვნურად არის გაზრდილი. საინტერესოა, ქობულეთში წლის განმავლობაში ერთი ადამიანის გამოკვებაზე რატომ იხარჯება 2.10 ლარი, მაშინ როცა ხელვაჩაურის რაიონში ანალოგიური რაციონის ღირებულება 1.52 ლარს არ აღემატება?
"არ ვიცი რას აჭმევენ ხალხს ხელვაჩაურში ამ ფასად, მაგრამ ნორმალური კვებისათვის 2.10 ლარიც მცირედ მეჩვენება. ჩემი მიზანია ვიბრძოლო იმისათვის, რომ დაფინანსება კიდევ გავზარდო" - აცხადებს ქობულეთის ჯანმრთელობის, სოციალურ და ვეტერანთა საკითხთა განყოფილების უფროსი დალი გირითილაძე. ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე კი ამ ბრალდების საპასუხოდ სასადილოსკენ მიგვითითებს და ამბობს: "აქედან ერთი ადმიანიც საკვებით ან მომსახურებით უკმაყოფილო რომ წავიდეს, პირადად მე ვაგებ პასუხს. წინააღმდეგი კი არ ვარ იმისა, რომ დაფინანსება გაიზარდოს, პირიქით მოხარულიც ვიქნებით, მაგრამ რა თანხებიც გვაქვს მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ".

აქედან გამომდინარე ჩნდება კიდევ ერთი, სრულიად ლოგიკური კითხვა: რა სახის და ხარისხის საკვები მიეწოდებათ ქობულეთის და ხელვაჩაურის უპოვართა სასდილოს მომხმარებლებს? ამის შესამოწმებლად თავად ვეწვიეთ სასადილოებს, როგორც ქობულეთის უპოვარები ამბობენ, აქ მათ მიეცათ საშუალება ხვალინდელი დღის შიშით აღარ იცხოვრონ და შიმშილით არ დაიხოცონ. კმაყოფილება და მადლიერება მომსახურების მიმართაც არ დაუმალავთ "აქ ისეთი მზარეულები და მიმტანები არიან თავს საკუთარ ოჯახში იგრძნობ, მაგრამ საკვების ხარისხის რა მოგახსენოთ მოსამსახურე პერსონალის რა ბრალია, რაც მოაქვთ იმას აკეთებენ." - ამბობს ერთ-ერთი მოხუცებული მარტოხელა. უკმაყოფილება საკვების ხარისხის მიმართ ჩვენი გამოჩენისთანავე დააფიქსირა ერთმა ხანში შესულმა ქალბატონმა, რომელსაც ავდმყოფი შვილისათვის საკვები სახლში მიჰქონდა:
"მართალია შიმშილით სიკვდილს სჯობია, მაგრამ ავადმოყიფი შვილისთვის ცოტა ნორმალურ საკვებს ვისურვებდი".
ხელვაჩაურში ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესად გვაქვს. აქ უკმაყოფილების გამოხატვა არავის უცდია, მადლობის სათქმელად კი ყველა ერთმანეთს ეცილებოდა.
ქობულეთის მოსახლეობამ შეიძლება იფიქროს, რომ არასამთავრობოები წინააღმდეგი არიან ქობულეთის უფასო სასადილოების დაფინანსებისა, მაგრამ ჩვენი მოქმედებები მიმართულია არა კერძოდ რომელიმე ფიზიკური პირის მხარდასაჭერად ან პირიქით, არამედ ხალხის ინტერესების დასაცავად, ამიტომ გვაინტერესებს სად მიდის რეალურად ის თანხები, რომლებიც მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად არის გამოყოფილი? ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გაგვცა. ჯანმრთელობის, სოციალურ და ვეტერანთა საკითხთა განყოფილების უფროსი დალი გირითილაძე ამ საკითხთან დაკავშირებით მის თანამდებობაზე ახლად დანიშვნას და საკითხში გაურკვევლობას იმიზეზებს. იმედია ამ საკითხში ქალბატონი დალი მალე გაერკვევა და მოსახლეობასაც გააცნობს რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი კვების უზრუნველყოფაზე გამოყოფილი სახსრები.