ქედის მუნიციპალიტეტის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის კანონშესაბამისობის შესახებ
ქედის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 2006 წლის 19 სექტემბრამდე გამოიყო 19 529 ლარი. წინამდებარე დასკვნაში შევეხებით აღნიშნული ფონდიდან თანხების გამოყოფის კანონიერებას და დეტალურად განვიხილავთ ყველა სამართლებრივ აქტს. 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 19 სექტემბრამდე ქედის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული იქნა 15 გამგეობის განკარგულება და ერთი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 19 529 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ქედის რაიონის გამგეობამ სარეზერვო ფონდის განკარგვის თაობაზე განკარგულებების გამოცემით დაარღვია იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ". კერძოდ, ორგანული კანონის 31 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებია - საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილება და გამგებლის ბრძანება, ხოლო მესამე პუნქტის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებია - საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) დადგენილებები და საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის განკარგულებები. აქედან გამომდინარე ქედის რაიონის გამგეობას არ შეეძლო მიეღო ,,გამგეობის განკარგულება", რადგანაც როგორც ნათლად დავინახეთ მსგავსი სამართლებრივ აქტს "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონი არ ცნობს. გარდა ამისა, აღნიშნულ გამგეობის განკარგულებებს ხელს აწერს ქედის რაიო ნის გამგებელი, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, რადგან იმავე კანონის 24 მუხლის მეორე პუნქტის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგებელი "ხელს აწერს გამგეობის (მთავრობის) დადგენილებებს..."

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით " ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის შესახებ" ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის, რომლის ოდენობაც არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს. მართალია აღნიშნული ჩანაწერი ზოგადია და არ განსაზღვრავს კონკრეტულ გარემოებებს, თუ როდის შეიძლება გამოიყოს სარეზერვო ფონდიდან თანხები, მაგრამ საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" უფრო დეტალურად საუბრობს სარეზერვო ფონდების დანიშნულებაზე.
საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" მუხლი 13 პუნქტი 2 განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას. კერძოდ, კანონი განმარტავს: "საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად". მართალია აღნიშნული ნორმა საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებზე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სარეზერვო ფონდების არსებობა ყველა დონის ბიუჯეტში გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობით, შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების განკარგვაც უნდა ხდებოდეს აღნიშნული პირობების დროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", რომლითაც ხელმძღვანელობენ ახალარჩეული თვითმმართველობის ორგანოები, ავალდებულებს საკრებულოებს განსაზღვრონ სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, რომელიც უნდა განისაზღვროს ნორმატიული აქტით, რაც დაარეგულირებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის წესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც ლობირების მეთოდით წარედგინება საკრებულოებს. წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში დეტალურადაა განხილული და შეფასებული ქედის გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას და ხარჯვას.

1. ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 7 თებერვლის № 31 განკარგულებით ქათმის გრიპის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რაიონში შექმნილი საგანგებო ჯგუფის ნორმალური მუშაობისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი საწვავის შესაძენად. მსგავსი შინაარსისაა გამგეობის 2006 წლის 21 მარტის № 74 განკარგულება, რომლის მიხედვითაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 819 (რვაასცხრამეტი) ლარი 585 ლიტრი საწვავის შესაძენად.
აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა კანონიერია, რადგანაც ქათმის გრიპის საშიშროება ქედის რაიონში ბიუჯეტის დაგეგმარების დროს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად საჭირო ხარჯები ბიუჯეტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.

2 . ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 8 თებევრლის № 33 განკარგულებით 2006 წლის 14 იანვრის აქტის საფუძველზე გამგეობას სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 540 (ხუთასორმოცი) ლარი ქედის ტელესადგურზე ძალოვანი ტრანსფორმატორის შესაძენად.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებულ განკარგულებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ განკარგულების სათაური არ შეესაბამება მის შინაარს. კერძოდ, განკარგულების სათაურის მიხედვით სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყოფილია "ქედის ტელესადგურზე 14 იანვრის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეძენისათვის", ხოლო განკარგულების ტექსტში საუბარია ძალოვანი ტრანსფორმატორის შენახვაზე.

აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდის ხარჯვა უკანონოა, რადგანაც ტელესადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეძენა და მითუმეტეს შენახვა, არ წარმოადგენს გადაუდებელ ან გაუთვალისწინებელ ხარჯს.
3. ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 17 თებევრლის № 9 გადაწყვეტილებით წალკის რაიონში განსასახლებელი 7 ოჯახის ბარგის, ტექნიკის, პირუტყვისა და ოჯახის წევრების გადასაყვანად საჭირო ხარჯების გასაწევად ქედის რაიონის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2200 (ორიათასორასი) ლარი.
ქედის რაიონის გამგეობა გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ 2005 წელში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ქედის რაიონის 21 ოჯახზე შესყიდული იქნა საცხოვრებელი სახლები. გასულ წელს რაიონის გამგეობის მიერ გამოყოფილი სახსრებით გადაბარგდა 14 ოჯახი. დარჩენილ 7 ოჯახზე საცხოვრებელი სახლები შესყიდული იქნა მოგვიანებით და მათი გადაბარგება ვერ მოესწრო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან კანონშეუსაბამოა, რადგანაც "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-7 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით: "ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის". გადაწყვეტილების შინაარსიდან კი ჩანს, რომ ქედის რაიონის გამგეობამ წინასწარ იცოდა დარჩენილი 7 ოჯახის გადაყვანასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, რომელიც 2006 წლის ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინათ.

4. ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 მარტის № 60 განკარგულებით ქედის რაიონის სოფლებში ზამთრის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერების გაწმენდისათვის ქედის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 3000 (სამიათასი) ლარი.
აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა რათქმაუნდა კანონიერია, რადგანაც ზამთრის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერი წარმოადგენს ბუნების იმ მოვლენას, რომლის წინასწარ გათვლა ხშირად შეუძლებელია. ამიტომაც ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა სახის მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის შეიძლება გამოიყოს თანხები სარეზერვო ფონდიდან.
მსგავსი შინაარსის და დანიშნულების განკარგულებები ქედის რაიონის გამგეობამ კიდევ რვაჯერ გამოსცა, რომელთაც ცალ-ცალკე აღარ შევაფასებთ, მხოლოდ წარმოგიდგენთ განკარგულებების შინაარს:
-2006 წლის 2 მაისის № 112 განკარგულებით ქედის რაიონის სოფლებში განვითარებული მეწყერული პროცესების სალიკვიდაციოდ დიზელის საწვავის, ცემენტის შესაძენად და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებისათვის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 5600 (ხუთიათასექვსასი) ლარი;
-2006 წლის 20 ივლისის № 185 განკარგულებით სოფელ ძანაძეებისა და სოფელ კოკოტაურს შორის სამანქანე გზის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის სარეზერვო ფონდიდან ცხმორისის თემის საკრებულოს გამოეყო 900 (ცხრაასი) ლარი;
-2006 წლის 26 ივლის № 196 განკარგულებით მერისის მთის იალაღებზე მისასვლელი სამანქანე გზების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის სარეზერვო ფონდიდან მერისის თემის საკრებულოს გამოეყო 700 (შვიდასი) ლარი;
-2006 წლის 27 ივლისის № 198 განკარგულებით სოფელ კოკოტაური ძანაძეების ეგრეთწოდებული ,,აბანოღელის" დაზიანებული სამანქანე გზის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 700 (შვიდასი) ლარი;
-2006 წლის 2 აგვისტოს № 213 განკარგულებით მისასვლელი საბადური-ნაომალი-საცხოვრიას სამანქანე გზების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის წონიარისის თემის საკრებულოს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 700 (შვიდასი) ლარი;
-2006 წლის 2 აგვისტოს №214 განკარგულებით ოქტომბრის მთის იალაღებზე მისასვლელი სამანქანე გზების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის ოქტომბრის თემის საკრებულოს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 600 (ექვსასი) ლარი;
-2006 წლის 14 აგვისტოს № 220 განკარგულებით დაბა ქედის საკრებულოს სოფელ შევაბურის და კორომხეთის სამანქანე გზების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის დაბა ქედის საკრებულოს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 300 (სამასი) ლარი;
-2006 წლის 14 აგვისტოს № 223 განკარგულებით მახუნცეთის სოფლების სამანქანე გზების აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის სარეზერვო ფონდიდან მახუნცეთის თემის საკრებულოს გამოეყო 300 (სამასი) ლარი.
5.ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 14 ივნისის №151 განკარგულებით ცხმორისის თემის საკრებულოს გამოეყო 550 (ხუთასორმცდაათი) ლარი, 2005 წელს სოფელ კოკოტაურში განვითარებული მეწყერული მოვლენების გამო დაზიანებული სოფელ ძანაძეებსა და სოფელ კოკოტაურს შორის სამანქანე გზის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის.
მსგავსი მიზნისათვის თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან დასაშვებია, როგორც ეს აღვნიშნეთ წინა განკარგულებების განხილვისას, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს გაუთვალისწინებელ ხარჯთან. როგორც განკარგულებაშია ნათქვამი მეწყერული მოვლენები სოფელ კოკოტაურში განვითარდა 2005 წელს, აქედან გამომდინარ დაზიანებული სოფელ ძანაძეებსა და სოფელ კოკოტაურს შორის სამანქანე გზის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინება შეიძლებოდა 2006 წლის ბიუჯეტში.
ასევე აღნიშნული ხარჯი არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, რადგანაც გზები დაზიანდა 2005 წელს, ხოლო აღდგენისათვის თანხები გამოყოფილია 14 ივნისს. დასახელებული მიზეზების გამო 2006 წლის 14 ივნისის დადგენილება უკანონოა.
6. ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 30 ივნისის № 173 განკარგულებით გაერთიანებული საველე სწავლება -"კავკასიონი - 2006"-ში ქედის რაიონის სარეზერვო ბატალიონში მონაწილეთა მოსანახულებლად და მათთვის პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად რაიონის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1500 (ათასხუთასი) ლარი.
"ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 8 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფენ: "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში...". მიუხედავად ამისა, აღნიშნული განკარგულებით სახსრების გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან უნდა ჩაითვალოს კანონშეუსაბამოდ, რადგანაც: ა) პირველადი ნივთები არ შედის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში; ბ) სარეზერვო ბატალიონში მონაწილეთა მონახულება არ უნდა ფინანსდებოდეს სარეზერვო ფონდიდან.

7. ქედის რაიონის გამგეობის 2006 წლის 19 სექტემბრის № 258 განკარგულებით სახანძრო ავტომანქანის ძრავის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 870 ლარი.
როგორც განკარგულებაშია ნათქვამი საქართველოს შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციების მმართვის დეპარტამენტისა და აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების Mმართვის სამსახურის ბრძანების საფუძველზე ქედიდან გავიდა ზილ - 131 მარკის სახანძრო ავტომანქანა ქ. ახალციხეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ. ტრანსპორტირების დროს, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწყობრიდან გამოვიდა ავტომანქანის ძრავა, რომლის აღდგენაც შეუძლებელი იყო. გამომდინარე იქედან, რომ ავტომანქანისათვის ძრავის შესაძენი თანხა ბიუჯეტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, აღნიშნული მიზნით თანხის გამოყოფა შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად.
აღნიშნულ განკარგულებაში მითითებულია, რომ რაიონის საფინანსო სამსახურმა უნდა მოახდინოს შესაბამისი ცვლილება რაიონის ბიუჯეტში. "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად კი ადგილობრივ ბიუჯეტს ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს. აქედან გამომდინარე აღნიშნული ჩანაწერი განკარგულებაში კანონშეუსაბამოა.
საბოლოო ჯამში, ქედის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა უნდა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაითვალისწინებს მათი წინამორბედის არასწორ პრაქტიკას და წარმართავს თავის საქმიანობას კანონის შესაბამისად.