ხულოს მუნიციპალიტეტის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის კანონშესაბამისობის შსახებ
2006 წელს ხულოს რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 39 547 ლარი გამოიყო. წინამდებარე დასკვნაში შევეხებით აღნიშნული ფონდიდან თანხების გამოყოფის კანონიერებას და დეტალურად განვიხილავთ ყველა სამართლებრივ აქტს. 2006 წლის 1 იანვრიდან ხულოს რაიონის გამგებლის მიერ გამოცემული იქნა 15 განკარგულება. დასკვნაში განხილულია განკარგულებების შესაბამისობა საქართველოს იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლებიც მოქმედებდა აღნიშნული განკარგულებების გამოცემის დროს.
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის, რომლის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს. მართალია აღნიშნული ჩანაწერი ზოგადია და არ განსაზღვრავს კონკრეტულ გარემოებებს, თუ როდის შეიძლება გამოიყოს სარეზერვო ფონდიდან თანხები, მაგრამ საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" უფრო დეტალურად საუბრობს სარეზერვო ფონდების დანიშნულებაზე.
საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" მუხლი 13 პუნქტი 2 განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას. კერძოდ, კანონი განმარტავს: "საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად". მართალია აღნიშნული ნორმა საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებზე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სარეზერვო ფონდების არსებობა ყველა დონის ბიუჯეტში გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობით, შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების განკარგვაც უნდა ხდებოდეს აღნიშნული პირობების დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", რომლითაც ხელმძღვანელობენ ახალარჩეული თვითმმართველობის ორგანოები, ავალდებულებს საკრებულოებს განსაზღვრონ სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, რომელიც უნდა განისაზღვროს ნორმატიული აქტით, რაც დაარეგულირებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის წესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც ლობირების მეთოდით წარედგინება საკრებულოებს. წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში დეტალურადაა განხილული და შეფასებული ხულოს გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას და ხარჯვას.
1. ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 თებევრლის № 41 განკარგულებით დანისპარაულის საშუალო სკოლის მოსწავლეების ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ღუმელისათვის საკვამლე მილების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 400 (ოთხასი) ლარი.
აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა კანონშეუსაბამოა, რადგანაც "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-7 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვით: "ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის". ხულოს რაიონის საკრებულომ 2006 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა 22 იანვარს, ხოლო აღნიშნული განკარგულების მიხედვით დანისპარაულის საშუალო სკოლა ექსპლუატაციაში შევიდა 2005 წლის დეკემბრის თვეში, შესაბამისად რაიონის ბიუჯეტში შესაძლებელი იყო მისი გათვალისწინება.
2. ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 თებევრლის № 42 განკარგულებით ხულოს რაიონის სტიქიის შედეგად წალკისა და თეთრიწყაროს რაიონში ჩასახლებული მოსახლეობის საოჯახო ქონების გადასატანად გამოიყო 32 102 (ოცდათორმეტიათასასორი) ლარი.
განკარგულების მიხედვით, ხულოს რაიონიდან სტიქიაში მოხვედრილი მოსახლეობა ნებაყოფლობით ჩასახლდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ჩასახლებულ მოსახლეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თითოეულ კომლს 500 ლარის ერთჯერადი დახმარება გაეწიათ, ხოლო საოჯახო ქონების გადასატანად ტრანსპორტირების ხარჯის გაღება ხულოს რაიონის გამგეობას დაეკისრა, რაზეც არსებობს შესაბამისი მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან. დეკანაშვილების, დიოკნისის, ღორჯომისა და დიდაჭარის თემის საკრებულოს 32 კომლის წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში საოჯახო ქონების გადასატანად საჭირო იყო თანხა 32 102 ლარის ოდენობით, მათ შორის საწვავის საფასური 16 000 ლარი, ხელფასის სახით 10 752 ლარი, სოციალური გადასახადი 5 350 ლარი.

აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდის ხარჯვა უკანონოა, რადგან მოსახლეობის ჩასახლება წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2005 წელს განხორციელდა, შესაბამისად ხულოს რაიონის გამგეობისთვის 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღნიშნული ხარჯების არსებობის შესახებ ცნობილი იყო, ამიტომ აღნიშნული ხარჯი ბიუჯეტში უნდა გაეთვალისწინებინათ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა შეიძლება იმ ღონისძიებებისათვის, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმის დროს.
3. ხულოს რაიონის 2006 წლის 23 თებევრლის № 53 გამგებლის განკარგულებით ხულოს რაიონში მცხოვრებ უმწეო კატეგორიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთის ქ. ფოთიდან გადმოსატანად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარი.
მსგავსი საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მიზნობრივია და კანონთან შესაბამისობაში მოდის. ასეთივე შინაარსისაა ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 2 ნოემბრის № 161 განკარგულება, რომლის ძალითაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 500 (ხუთასი) ლარი რაიონში მცხოვრები უმწეო კატეგორიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთის ქ. ბათუმიდან გადმოსატანად.
4. ხულოს რაიონის 2006 წლის 22 მარტის გამგებლის № 60 განკარგულებით ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 500 (ათასხუთასი) ლარი.
2006 წლის იანვრის თვეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაეწვათ ხულოს რაიონში მცხოვრებ 4 მოქალაქეს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ დახმარება. აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა კანონიერად უნდა ჩაითვალოს, რადგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ბიუჯეტში გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

მსგავსი შინაარსისაა ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 15 მაისის გამოცემული № 95 განკარგულება, რომლის მიხედვითაც სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 500 (ხუთასი) ლარი
5. ხულოს რაიონის 2006 წლის 10 აპრილის გამგებლის № 69 განკარგულებით მოქალაქეებზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით გამოიყო 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარი.
მართალია მსგავსი მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვა გამგებლის 2006 წლის 22 მარტის №60 განკარგულების განხილვის დროს კანონიერად ჩავთვალეთ, მაგრამ ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 აპრილის № 69 განკარგულება უკანონოა, რადგან, ამ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს გაუთვალისწინებელ და გადაუდებელ ხარჯებს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 2004 - 2005 წლებში ხულოს რაიონში ხანძრის შედეგად დაეწვათ საცხოვრებელი სახლები სოფ. ელელიძეების, სოფ. ღორჯომის და სოფ. გორგაძეების მცხოვრებ 3 მოქალაქეს. გამომდინარე აქედან, გამგეობას ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, ზემოთ აღნიშნული ხარჯები შეეძლო ბიუჯეტში შეეტანა.
მსგავსი შინაარსისაა ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 ივლისის № 122 განკარგულება და 2006 წლის 18 ივლისის № 128 განკარგულება, რომლითაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო სამას-სამასი ლარი.

6 . ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 11 ივლისის №
123 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 100 (ასი) ლარი მოქალაქეზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის მიზნით.
მსგავსი ხასიათის დახმარებები გაწევა სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ხდებოდეს. ამისათვის არსებობს სოციალური დახმარების პროგრამები (მაგ. სოციალურად დაუცველი ფენისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა), რომელიც სწორედ აღნიშნული შემთხვევებისათვის არის გათვლისწინებული.
მსგავსი შინაარსის და დანიშნულებისაა ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 12 სექტემბრის გამოცემული № 140 განკარგულება, რომლის მიხედვითაც სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნა 500 (ხუთასი) ლარი.
7. ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 17 ივლისის გამოცემული № 124 განკარგულებით, სოფელ ქვემო ვაშლოვანში მცხოვრებ ეროზიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 200 (ორასი) ლარი.
აღნიშნული საფუძვლით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მართებულია და სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. სწორედ სარეზერვო ფონდიდან უნდა ფინანსდებოდეს ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
მსგავსი შინაარსისაა ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 12 ოქტომბრის № 160 განკარგულება, რომლის მიხედვითაც სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნა 530 (ხუთასოცდაათი) ლარი რაიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ.
8. ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 24 აგვისტოს № 135 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნა 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარი გამგეობის მიერ შესყიდული საქონლისათვის თანხის ანაზღაურების მიზნით.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხულოს რაიონის გამგეობის მიერ 2006 წლის 20 აგვისტოს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე "ავთანდილ ანანიძე"-ზე საფარდე ქსოვილების შესყიდვისათვის. თანახმად ხელშეკრულებისა საქონლის ღირებულება შეადგენდა 550 ლარს. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დაფარვისათვის ხულოს რაიონის გამგებელმა გამოყო თანხა სარეზერვო ფონდიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია. რადგანაც "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 მუხლის მე-7 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით: "ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის", ხოლო საფარდე ქსოვილების შეძენა ნამდვილად არ წარმოადგენს გაუთვალისწინებელ და საგანგებო ხარჯს. გარდა ამისა მსგავსი დაფინანსება უნდა ხდებოდეს ბიუჯეტში გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯებიდან.

9. ხულოს რაიონის გამგებლის 2006 წლის 12 ოქტომბრის № 156 განკარგულებით სსიპ დიდი რიყეთის სკოლისათვის საკვამლე მილების შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 500 (ხუთასი) ლარი
აღნიშნული ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებად, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ 2006 წლიდან სკოლებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებული უნდა ქონდეთ მსგავსი ხარჯები. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ მიმართა რაიონის გამგეობას შესაძლებელია მათი დაფინანსებაც, რადგანაც საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" მერვე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ: სკოლამადელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღებისა და ბაგე-ბაღების, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლების, სკოლა-ინტერნატის, საშუალო-სპეციალური სასწავლებლების) მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.
საბოლოო ჯამში, ხულოს რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიზნობრიობა უნდა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა გაითვალისწინებს მათი წინამორბედის არასწორ პრაქტიკას და თავის საქმიანობას კანონის შესაბამისად წარმართავს.