ხულოს მუნიციპალიტეტის 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
11 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში რაიონის 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს რვა წევრი, გამგეობის აპარატის წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განსახილველად დამსწრე საზოგადოებას გამგებლის ნაცვლად (რომელიც, როგორც გვითხრეს, რაიონში არ იმყოფებოდა საპატიო მიზეზების გამო) საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გივი ქედელიძემ წარუდგინა.
ხულოს რაიონის ბიუჯეტის პროექტი 2007 წელში მილიონ ექვსასსამოცდათორმეტი ათასი (1 672 000) ლარით განისაზღვრა. წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით საბიუჯეტო თანხა მილიონ ოთხასი ათასი (1 400 000) ლარით ნაკლებია. სარეზერვო ფონდმა კი 28000 ლარი შეადგინა. 2007 წლის ბიუჯეტის პროექტში არ აისახა ჯანდაცვის პროგრამები, რადგან ეს სფერო ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო აგრეთვე კულტურის სფეროში. ბიუჯეტიდან დაფინანსდბა ე.წ ბეიკერის ორმოს მშენებლობაც, რომელსაც 2007 წლის პრიორიტეტად გამოყოფენ, პროექტში გათვალისწინებულია აგრეთვე დიდაჭარის თემში წყალსადენის მშენებლობა და დაბა ხულოში ბაგა-ბაღის რემონტი.
ბიუჯეტის საჯარო განხილვა ხულოელებისათვის "ახალი ხილი" აღმოჩნდა, ამიტომ განხილვის პროცესში დიდი აჟიოტაჟი და კამათი არცერთ საკითხს არ გამოუწვევია, მოსახლეობის მხრიდან არავის უცდია შენიშვნის მიცემა და საკუთარი აზრის გამოხატვა. მიუხედავად დიდი მცდელობისა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების (ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ამის ნათელი მაგალითია), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საზოგადოება ჩართოს თვითმმართველობის მართვაში - უშედეგოა, ხალხი მაინც უიმედოდაა განწყობილი, რადგან ნდობა ხელისუფლების მიმართ საბოლოოდ დაკარგული აქვთ და გონიათ, რომ "გლეხი კაცის" აზრს არასოდეს არავინ გაითვალისწინებს, არვინ მიიღებს მათ წინადადებას და ხმასაც ვერავის მიაწვდენენ. საზოგადოებას გონია ხელისუფლება მოსახლეობას, როგორც ფულის საჭრელ მანქანებს, ისე უყურებს (ეს მოსაზრება დროისაგან უკვე დიდი ხნის გამოცდილია), მაგრამ დღეისათვის ყველაფერი სხვაგვარადაა. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და მიიღოს ყოველივე, რაც კანონის ძალით ეკუთვნით.
მართალია ყინული დაიძრა, მაგრამ "წიწილების დათვლამდე" ჯერ შემოდგომა უნდა დადგეს... ხულოს მუნიციპალიტეტში კი 2007 წლის რაიონის ბიუჯეტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი უკვე დაუჭირა.