Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/lg/public_html/admin/files/db.php on line 2 ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”
2012 წლის პირველ ივლისს, 10 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო რედისონში გაიმართება სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია – „აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება - გამოწვევები და პერსპექტივები".
კონფერენციაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს თვითმმართველობის ორგანოების, აკადემიური და ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
2010 წლის 28 მაისს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი“ პროექტის ,,ჩვენი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა“ ფარგლებში ახორციელებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრას აჭარის ხუთივე (ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის) მუნიციპალიტეტში.
2010 წლის პირველ აპრილს 3 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტის შენობაში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ატარებს ტრენინგს ადგილობრივი განმანათლებლებისათვის თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და საარჩევნო სისტემა“
2009 წლის 16 ნოემბრეს 11 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" გამართავს მიზნობრივი პროგრამების საჯარო განხილვას.