"დროის ბანკი" - კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდე მოხალისე
„დროის ბანკი“, ორმხრივი მოხალისეობის ფორმაა, რომლის სისტემაც შესაძლებლობას იძლევა გაუხარჯავი ადამიანური უნარ-ჩვევები გამოვიყენოთ სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის. იგი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და მასში ჩართულია ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სოციალური კავშირები და კაპიტალი, ნაკლებად აღელვებთ.
„დროის ბანკი“ პირველად საქართველოში, სწორედ იმ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით დაინერგება, რომელიც საქართველოს რეგიონებში ჰაბებად შეირჩა.
აჭარის რეგიონში, აღნიშნული პლატფორმის დანერგვაზე იზრუნებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ და მისი ელექტრონული პლატფორმა იქნება www.timerepublik.com.
Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს, გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი მომხმარებელი აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს EDEC ჯგუფში, სადაც მხოლოდ ქართულენოვანი მოთხოვნები/განცხადებები იდება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.