მაჟორიტარობის კანდიდატები ერთად ამომრჩევლის წინაშე
ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს თემში, ხვალ 23 მაისს 14:00 საათზე ზვარეს საჯარო სკოლაში ამომრჩეველი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატებს შეხვდება.
შეხვედრა გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირებული ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი. კანდიდატები ამომრჩევლის წინაშე საკუთარი პროგრამით წარსდგებიან და შეეცდებიან ერთმანეთის პირისპირ დაარწმუნონ ამომრჩევლები მათ უპირატესობაში.