ტრენინგები ადგილობრივი განმანათლებლებისათვის
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“, პროექტის - „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, აჭარის რეგიონის თემებში შერჩეულ განმანათლებლებისათვის ტრენერთა მომზადების ტრენინგების ჩატარება დაიწყო. ტრენინგების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითად საკითხებს, საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგიებს. ტრენინგებს მაღალკვალიფიციური ტრენერები - გენო გელაძე (განათლების დოქტორი, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე) და ლევან გობაძე (საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი") ატარებენ. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგების მონაწილეთა აზრით - „ტრენინგი ძალიან საინტერესოა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის, თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. თანაც ტრენინგებს ატარებენ კვალიფიციური ტრენერები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება განმანათლებლად მუშაობის პერიოდში. აუცილებლია ავღნიშნოთ ისიც, რომ ტრენინგის მონაწილეების სახით შევიძინეთ მეგობრები მუნიციპალიტეტის ყველა თემში. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან პროექტის რეალიზაციის მთელი პროცესის განმავლობაში და მომავალშიც სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას მსგავს პროექტებში.“
ტრენინგები 3 მარტამდე გაგრძელდება.
ტრენინგების დასრულებისთანავე ადგილობრივი განმანათლებლები თავიანთ თემებში საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგებიან.