პირველი რეგიონალური კონფერენცია მუნიციპალური განვითარების შესახებ
ახალგაზრდა მეცნიეთა კავშირმა „ინტელქტმა“ აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საკითხებს სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია მიუძღვნა.
აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალურ–ეკონომიკური განვითარება, გამოწვევები და პერსპექტივებიბი“– ასე ერქვა კონფერენციას, რომელიც პირველ ივლისს სასტუმრო რედისონში გაიმართა.
დღის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს თვითმმართველობის ორგანოების, აკადემიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მსჯელობდნენ აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ცალკეულ ასპექტებზე. ჯანდაცვა და სოციალური სფერო, განათლება, მუნიციპალიტეტების კონკურენტუნარიანობა და დარგობრივი კლასტერები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობა და სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, ეკონომიკის საზოგადოებრივი სექტორის მართვა, იპოთეკური დაკრედიტების ბაზრის ზრდის შესაძლებლობები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს.
კონფერენცია სამი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი პლენარული ნაწილი დაეთმო ძირითადი სფეროებში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა თემატურ სექციებში გააგრძელეს მუშაობა.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში კი, სექციების მოდერატორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს თავიანთი სექციების მუშაობის შედეგები.