სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აჭარის რეგიონის მუნიციპალური განვითარების შესახებ
რეგისტრაცია
2010 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი "აჭარის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება გრძელვადიანი, მდგრადი განვითრებისათვის". პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი".
პროექტის ფარგლებში შემუშავდა აჭარის მუნიციპალიტეტების (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმები.
მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიულ სცენარებს და ცალკეული საკითხების განხილვას ეძღვნება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "აჭარის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება - გამოწვევები და პერსპექტივები". მისი ძირითადი თემატიკა მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას უკავშირდება. კონფერენციის მსჯელობის საგანი „მომავლის მუნიციპალიტეტები“ იქნება. ბათუმში, სასტუმრო „Radisson Blue“-ში სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო განვითარების მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელებენ.
თუ როგორი უნდა იყოს შიდამუნიციპალური და მუნიციპალიტეტთაშორისი კავშირები, როგორ უნდა გახდეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფრო ეფექტური და ქმედუნარიანი, როგორ გახდეს საცხოვრებელი პირობები უფრო მიმზიდველი, როგორ გაუმჯობესდეს მძიმე სოციალური ფონი და რაზეა დამოკიდებული კონკურენტუნარიანი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ჩვენთან და როგორია გამოცდილება ევროპასა და აზიაში.
კონფერენციაზე შედგება დებატები მუნიციპალიტეტების როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და კულტურული ინტეგრაციისა და ბიზნესის მოზიდვის საკითხებზე.
რეგიონალურ კონფერენციას ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გამართულ დისკუსიებში მიიღებენ მონაწილეობას.
ექსპერტებს, ბიზნესისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და მუნიციპალურ ჩინოვნიკებს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" გააცნობს.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალური და ეკონომიკური განვითარება - გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართება 1 ივლისს ქალაქ ბათუმში. კონფერენციის პარტნიორები არიან ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები.
კონფერენციის მხარდამჭერია: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი