ისტორია
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოში (ქ. ბათუმი) 1998 წლიდან.
კავშირი „ინტელექტი“ წარმოადგენს ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა გაერთიანებას, რომლებსაც ნათლად აქვთ გათვითცნობიერებული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, აქვთ სურვილი თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და ეკონომიკური განვითარებაში.
ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ხუთი სტრატეგიული მიმართულებით:
1. ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- სახელმწიფო დაწესებულებათა, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობისა და საჯარო ფინანსების ხარჯვის მონიტორინგს.
2. თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- თვითმმართველობის ორგანოთა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;
- მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მომსახურების თანამედროვე სისტემების დანერგვა თვითმმართველობის ორგანოებში;
- საკრებულოების (თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო) წევრების კომპეტენციის დონის ამაღლება.
3. სამოქალაქო განათლება
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდა თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდა საარჩევნო კანონმდებლობასთან, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
4. ეკონომიკური განვითრება
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
- მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პასპორტების და მარკეტინგული სამოქმედო გეგმების მომზადება;
- ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება თემების მოსახლეობას შორის;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების, დანადგარებისა და მოწყობილობების სასწავლო-სადემონსტარციო კომპლექსების მშენებლობა.
5. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციების ფინანსურ–ორგანიზაციული სტაბილურობის დონის ამაღლება;
- ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებში ჩართვა;
- ტრენინგები ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციებისთვის.
კავშირი „ინტელექტი“ აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მის უმსხვილეს დონორს წარმოადგენს.