სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა
პროექტის სახელწოდება: სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა
დონორი: UNDP (ENPARD-ის პროექტის ფარგლებში)
ბიუჯეტი: 361 000 ლარი
განხორციელების პერიოდი: 01.01.2016 – 31.03.2016
სამიზნე აუდიტორია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
პროექტის მიზანი:
ეფექტური, ევროპულ გამოცდილებებზე დამყარებული, სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესების დაჩქარება და თემების მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმების გააქტიურება;
სოფლიდან სელექციური მიგრაციის პროცესების შემცირება;
ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და ადგილზე დასაქმების პროცესების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
LAG-ის ჩამოყალიბება;
თემის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
ქვეპროგრამების შემუშავება;
პროექტების განხორციელება.
პროექტის შედეგები:
რიყეთის თემში ჩამოყალიბდა აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება - ამაგ-ი;
შეიქმნა ამაგ-ის ჩამოყალიბების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო;
აშენდა და კეთილმოეწყო „თემის სახლი“, რომელშიც განთავსებულია სადემონსტრაციო ხასიათის მქონე, ადგილობრივი, ხალხური რეწვის მცირე საწარმო; ეთნოგრაფიული კუთხე; ტურისტული საინფორმაციო ცენტრი; Guest-House; ზრდასრულთა განათლების ცენტრი;
გიდის სპეციალური კურსები გაიარეს ადგილობრივმა უცხო ენის მცოდნე ახალგაზრდებმა (2 ადამიანი);
საჭიდაო სახეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით რიყეთის თემში არსებული სკოლები აღიჭურვა საჭიდაო ლეიბებითა და ჩუჩელებით;
პროექტის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ფიზიკური აღზრდის პედაგოგებმა გაიარეს სპეციალური წვრთნა ჭიდაობის მიმართულებით;
სათხილამურო სპორტის განვითარების ,ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რიყეთის თემში არსებულ საჯარო სკოლებს 85 წყვილი თხილამური გადაეცა, თავისი ეკიპირებით.