იმიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამა
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „პასუხი იმიგრანტთა საჭიროებების სწრაფი შეფასებისას გამოვლენილ პრობლემებზე“.
პროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები იმიგრანტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება COVID19-ის პანდემიით გამოწვეული რისკებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; იმიგრანტების უფლებების დაცვა სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების საშუალებით; უცხოელი სტუდენტების ონლაინ სასწავლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილოების ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება იმიგრანტების მოწყვლადი ჯგუფების დაცვის, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკების ფორმირებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების საკითხებში.
პროექტის ფარგლებში იმიგრანტებისათვის იმოქმედებს შემდეგი სერვისები:
- ინფორმაციის მიწოდება COVID19-ისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- სამართლებრივი კონსულტაციები/დახმარება;
- თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო სივრცე სტუდენტებისათვის.
კოსნსულტაციების მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით, ელ. ფოსტით ან უშუალოდ ორგანიზაციის ოფისში.
პროექტით გათვალისწინებული ყველა მომსახურება უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“
მის.: ბათუმი, ფიროსმანის ქ. №18, შენობა A, ოფისი 16
მობ.: +995 592 571 800
ფეისბუქ-გვერდი: https://www.facebook.com/YSUIGeorgia
ელ. ფოსტა: consultation@intellect.org.ge
ვებ. გვერდი: www.intellect.org.ge