სსო-ების საქმიანობა პანდემიის პირობებში
დღეს, "ინტელექტის" ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ ოფისში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „სსო-ების საქმიანობა პანდემიის პირობებში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეების დასახმარებლად, სხვადასხვა სახის მოხალისეობრივ თუ საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა და ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა.
მრგვალი მაგიდა ჩატარდა აჭარის რეგიონული ჰაბის (ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი") მიერ, პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" CSSIGE ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან CSI, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან CSRDG და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან EDEC თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი EU, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი KAS.
#YSUI #Intellect #AjaraRegionalHUB