"დემოკრატიის ინსტიტუტში" სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
დღეს, "დემოკრატიის ინსტიტუტმა", ღია კარის დღის ფორმატში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, სტუდენტები გაეცვნენ "დემოკრატიის ინსტიტუტის" საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ღია კარის დღე მოეწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობის, მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით.
შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" ორგანიზებით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).