"საია"-ში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გამართა.
შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტის" ორგანიზებით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) - ფარგლებში.
ღია კარის დღე მოეწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოპულარიზაციის ხელშეწყობის, მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, სტუდენტები გაეცვნენ "საია"-ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).