მეტია ტური ჟურნალისტებისთვის
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედია ტური მოეწყო.
მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნენ „ინტელექტის“ პროექტში ჩართული ბენეფიციარების ისტორიებს, აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს. ასევე მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაეგოთ თუ როგორი იყო მიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობა „გუშინ“ და როგორია დღეს.
პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში „ინტელექტი“ აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს სთავაზობდა უფასო პროფესიულ სწავლება-გადამზადებას, უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის გრანტებს.
პროექტის განმავლობაში დაფინანსდა 19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო. ორგანიზაციას პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 142 კურსდამთავრებული ყავს და სასწავლო პროგრამებს კიდევ 40 ბენეფიციარი გადის. იურიდიულ კონსულტაციებით და სამართლებრივ დახმარებით 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
„ინტელექტის“ ხელშეწყობით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ოცნების ქალაქი“, რომელიც იქ მცხოვრები მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავებს.
მედია ტური მოეწყო პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.